რონალდუმ მე-500 მატჩი მოიგო და რეკორდი დაამყარა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალმა” ლა ლიგის მე-15 ტურში “სევილიას” უმასპინძლა და 5-0 გაანადგურა მეტოქე.

აღნიშნული დაპირისპირება კრიშტიანუ რონალდუსათვის საიუბილეო აღმოჩნდა, პორტუგალიელმა საკლუბო დონეზე მე-500 მატჩი მოიგო: “რეალი” – 301 , “მანჩესტერ იუნაიტედი” – 186, “სპორტინგი” – 13.

ამას გარდა კრიშტიანუ ზედიზედ მეშვიდე სეზონია, რაც 50 გოლზე მეტის გატანას ახერხებს. ეს რეკორდი უნიკალურია და მსოფლიო ფეხბურთში ანალოგი არ მოეპოვება. “სევილიასთან” რონალდუმ დუბლი გაიფორმა და მას მიმდინარე სეზონში 51 გატანილი ბურთი დაუგროვდა, ამისთვის პოტუგალიელს 57 მატჩი დასჭირდა. “რეალის” შვიდიანს საშუალოდ 0.89 გოლი გააქვს.

2011 – 60 გოლი
2012 – 63 გოლი
2013 – 69 გოლი
2014 – 61 გოლი
2015 – 57 გოლი
2016 – 55 გოლი
2017 – 51 გოლი

რონალდუს გარდა მიმდინარე სეზონში აღნიშნული შედეგი, ლევანდოვსკის (52), მესის (52), კავანის (51) და კეინს (50) აქვთ.

კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსიას” უპირისპირდება.

ანგარიში ბორხა მაიორალმა გახსნა (8′), მეორე გოლი კი პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა (13′). ამ გოლის შემდეგ კრიშტიანუ გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრაში მოახერხა გატანა.

ამ მომენტისათვის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა სათავეში სწორედ პორტუგალიელი ფეხბურთელია, მას 9 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში.

კრიშტიანო რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რეკორდი დაამყარა

10 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დანიურმა “კოპენჰაგენმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალი” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი კრიშტიანო რონალდუმ გაიტანა, რომლისთვისაც ის მიმდინარე სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე რიგით მე-9 გამოდგა. შესაბამისად, პორტუგალიელმა, ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების მიხედვით, ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდუს მე-10 გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მან თერთმეტმეტრიანი ზუსტად ვერ შეასრულა.