ოფიციალურად: კოულმენმა “სანდერლენდი” ჩაიბარა

“შავი კატების” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “სანდერლენდის” ფეხბურთელებს ამიერიდან უელსის ნაკრების ყოფილი თავკაცი, ქრის კოულმენი გაწვრთნის.

ასე რომ, 47 წლის კოულმენი “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე საიმონ გრეისონს ჩაანაცვლებს, რომლის მეთაურობითაც ინგლისურმა კლუბმა მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა.

როგორც იცით, “სანდერლენდი” პრემიერ ლიგიდან გასულ სეზონში გავარდა და ამ დროისთვის ჩემპიონშიპშიც ბოლო პოზიციას იკავებს. ასე რომ, კოულმენს საკმაოდ რთული მისია აქვს შესასრულებელი.

კოულმენი თავის პირველ მატჩს 21 ნოემბერს, “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ამჟამად მეხუთე პოზიციას იკავებს.

კოულმენი: “ბეილი პრემიერ ლიგაში არ უნდა დაბრუნდეს”

უელსის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ქრის კოულმენმა მადრიდის “რეალის” შემტევზე, გარეთ ბეილზე ისაუბრა, რომელსაც ტრავმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

“მინდა ბეილს ბედნიერს ვხედავდე, სადაც არ უნდა იყოს ის. როგორც უელსის ნაკრების მწვრთნელს, მირჩევნია, რომ ის “რეალში” დარჩეს, სადაც უკეთ შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას.

ბოლო დროს, მას ტრავმები ძალიან აწუხებს. ამიტომაც ვთვლი, რომ ბეილი პრემიერ ლიგაში არ უნდა დაბრუნდეს. იქ გაცილებით მეტი ფიზიკური ორთაბრძოლაა, ვიდრე ესპანეთში. ეს მისივე უსაფრთხოებისთვის არის უმჯობესი.

როდესაც ის ბედნიერია, ფეხბურთს უმაღლეს დონეზე თამაშობს. ასე რომ, მთავარია თავს კარგად გრძნობდეს. თუ მადრიდში ასე არ არის, ჯობს, სხვაგან წავიდეს,” -აცხადებს კოულმენი.

Express: “სუონსის” მთავარი სამიზნე ქრის კოულმენია

დიდი წნეხის ქვეშ მყოფი “სუონსის” ხელმძღვანელობამ, რომელმაც ახლახან გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბობ ბრედლი, მთავარ მიზნად ქრის კოულმენის გადაბირება დაისახა.

შეგახსენებთ, რომ “გედების” აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა, ბრედლიმ ზემოთაღნიშნულ პოსტზე სულ რაღაც 85 დღე დაჰყო – მან 11 მატჩის ჩატარება მოასწრო.

Express-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, უელსის ნაკრების თავკაცის გადაბირება უელსური კლუბის ხელმძღვანელებს (ჰიუ ჯენკინსი, ჯეისონ ლევინი და სტივ კაპლანი) ნებისმიერ ფასად სურთ.

უელსის მწვრთნელი: “არავის და არაფრის არ გვეშინია”

რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ (0-3), უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქრის კოულმანმა პრესასთან ისაუბრა.

“საერთო ჯამში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. ფეხბურთელებს ჩემი ხმა მივაწვდინე. მატჩის დაწყებამდე ვთქვი, რომ ამ ჯგუფისგან მეტის მიღება იყო საჭირო.

მაშინაც კი, როცა ტურნირი დასრულებულია, ეს ჯგუფი მაინც არის საქმეში. მოხარული ვარ, რომ ასეთ შედეგს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვეშინია. ასეთი პერფრომანსის შემდეგ, რატომ უნდა გვეშინოდეს?”