მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბრაზილიამ მექსიკა ანაგარიშით, 2-0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ბელგიასთან თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის შემდეგ “სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ვიღაცამ მითხრა, რომ ბრაზილია უფრო საფეხბურთო კლუბივით თამაშობს, ვიდრე ეროვნული ნაკრებივით. ეს კომპლიმენტად მივიღე და ვუთხარი ჩემს ფეხბურთელებს. ველოდი, რომ ჩვენი თამაშის ხარისხი, მინიმუმ, წინანდელის მსგავსი იქნებოდა და თუ შესაძლებლობა მოგვეცემოდა, უკეთესადაც ვითამაშებდით. ჩვენს საუკეთესო მახასიათებლად ბალანსს ვთვლი,” – ამბობს ტიტე.