უმტიტი: “აქ ყველა მენდობა და როგორ უნდა წავსულიყავი?!”

დღეს სამუელ უმტიტიმ კატალონიის “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.

დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ, ფრანგმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გავაფორმე. ცოტათი ვნერვიულობ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩემი სიზმარი გრძელდება. პირველი დღიდან, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ჩემს სახლში. მიხარია, რომ სწორედ ასეთ ადგილზე ვრჩები. მსიამოვნებს როგორც ამ კლუბში თამაში, ასევე ქალაქში ცხოვრება. აქ ყველა მედნობა და წასვლა არ შემეძლო. ეს ჩემი სახლია. როგორც აქ ჩამოსვლის მომენტი, ასევე “პსჟ”-სთან ჩვენს მოედანზე გამართული თამაში ყველაზე კარგი მომენტებია. ხოლო, “რომასთან” დაპირისპირება ყველაზე ცუდად მახსენდება. გეტვყით, რომ პიკეს ძალიან კარგად ვუგებ და ერთად ბევრს ვიცინით ხოლმე. ის პროგრესში მეხმარება და მასთან ერთად მუშაობა უფრო ხალისიანია,” – ამბობს უმტიტი.

“ბარსელონა”: ვიდალი და ვერმაელენი დაბრუნდნენ, უმტიტი “ეიბართან” არ ითამაშებს

ხვალ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” “ეიბარს” მიიღებს.

ერნესტო ვალვერდემ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებმაც შესაძლოა, აღნიშნულ მატჩში ითამაშონ. საგულისხმოა, რომ ამ ჩამონათვალში არაა სამუელ უმტიტი, რომელსაც მთავარმა მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა. სამაგიეროდ, ლაზარეთს ორი ფეხბურთელი, ალეიშ ვიდალი და ტომას ვერმაელენი გამოაკლდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ეს უკანასკნელი ან ხავიერ მასკერანო ჩაანაცვლებს ნახსენებ ფრანგ ცენტარლურ მცველს.

აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა თბილისის დროით 20 სექტემბერს, 00:00 საათზე (ხვალ საღამოს) გაიმართება.

უმტიტი: “ვიცი, რომ “ბარსელონა” დემბელეს ტრანსფერზე მუშაობს”

“ბარსელონას” მცველი, სამუელ უმტიტი აღიარებს, რომ კატალონიური კლუბი დორტმუნდის “ბორუსიას” გარემარბის, უსმან დემბელეს ტრანსფერზე მუშაობს.

“ვიცი, რომ “ბარსელონა” მისი გადაბირებით არის დაინტერესებული.

მაგრამ, შეთანხმების მისაღწევად საკმაოდ ბევრი საქმის მოგვარებაა საჭირო. მას “ბარსელონასთვის” ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, მისი შესაძლებლობები გამორჩეულია. მას დიდი სიამოვნებით მივიღებთ აქ.

ჯერ მასთან არ მისაუბრია, ველოდები, როდის გახდება ეს ინფორმაცია ოფიციალური,” – აცხადებს უმტიტი.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” 20 წლის შემტევის გადაბირებით გასულ წელსაც ინტერესდებოდნენ. “ბორუსიას” მაისურით მან 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.

გამორიცხულია – სამუელ უმტიტი “ატლეტიკოსთან” ვერ ითამაშებს

კატალონიური “ბარსელონას” ახალწვეულმა, სამუელ უმტიტიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ის “ბროწეულისფერებს” ლა ლიგის მომდევნო მატჩში ვერ დაეხმარება, რომელშიც ლუის ენრიკეს ბიჭები “ატლეტიკოს” დაუპირისპირდებიან.

ინფორმაცია ამის შესახებ ესპანეთის ჩემპიონის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენ ხანს დაჰყოფს 22 წლის მცველი ლაზარეთში – ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველი კატალონიაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას გადაბარგდა “ლიონიდან”.

ლა ლიგის 4 მატჩიდან 3-ში უმტიტი “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში იქნა შეყვანილი.

მატიე: “ბეშიქთაშს” უარი ვუთხარი, რათა “ბარსაში” ჩემი ადგილისთვის ბრძოლის შანსი მქონოდა”

“ბარსელონას” ფრანგი მცველი, ჟერემი მატიე აღიარებს, რომ “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელებს მისი გადაბირება სურდათ, თუმცა მან “ბარსაში” დარჩენა და საკუთარი ადგილისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.

“მართალია, რომ გარკვეული კონტაქტი არსებობდა. მაგრამ, პრეზიდენტს ვუთხარი, რომ აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და რომ ჩემი სურვილი აქ დარჩენაა.

უმტიტი და დინიე ჩემი მეგობრები არიან და თანაგუნდელები. მართალია, რომ ეს ფეხბურთელებიც ჩემს პოზიციაზე თამაშობენ, თუმცა ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ლუის ენრიკემ უკვე იცის, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე მირჩევნია თამაში, მაგრამ ეს ფეხბურთია და არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში.”

L’Equipe: “ბარსელონამ” უმტიტი 30 მილიონ ევროდ გადაიბირა

კატალონიური “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრაზე პირველი დიდი სვლის განხორციელებას აპირებს. “ბლაუგრანას” “ლიონთან” სამუელ უმტიტის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ესპანეთის ჩემპიონებს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე უკავშირებდნენ უმტიტს, რომელსაც ახლახან შეუსრულდა 22 წელი. მიუხედავად ასაკისა, უმტიტმა უკვე მოიპოვა საკუთარი ადგილი ტოპ-დონის მცველებს შორის.

ესპანელებს უმტიტის სანაცვლოდ “ლიონისთვის” 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ყველანაირი ბონუსის ჩათვლით. ამ ინფორმაციას ფრანგული L’Equipe გვაწვდის.

დიდი ალბათობით უმტიტი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მას კონკურენციის გაწევა პიკესა და მაშერანოსთვის მოუწევს.