საჩხერის “ჩიხურამ” რამდენიმე დღის წინ “ევროპის ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაატარა პირველი შეხვედრა მოლდოვურ “ზიმბრუსთან” სტუმრად და მინიმალური ანგარიშირით იმარჯვა.
Fanebi.Com დაუკავშირდა იმერული გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს, გიორგი გაბედავას და მას აღნიშნულ მატჩზე კომენტარის გაკეთება სთხოვა.
“თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა. ჩვენ ამას ვგეგმავდით. გვინდოდა, ეს სიტუაცია გამოგვეყენებინა და მინიმუმ ერთი გოლი აუცილებლად გაგვეტანა. ასეც მოხდა. შემდეგ კი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავედით. საბოლოოდ, სასურველი ანგარიში დავაფიქსირეთ.”
“ყველას მადლობა მოლოცვისთვის, მაგრამ ნაადრევად არ უნდა დავიწყოთ ზეიმი. ჯერ არაფერი დამთავრებულა. წინ განმეორებითი მატჩია, რომელსაც კომფორტული უპირატესობით ვხვდებით. ჩვენ შევეცდებით ეს უპირატესობა გამოვიყენოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ,” – განაცხადა გიორგი გაბედავამ.