ბუფონი: “ადრეც ვთქვი, რომ ნოიერი ჩემზე კარგი მეკარეა”

იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა მანუელ ნოიერთან შედარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანელი მასზე უკეთესი კარის დარაჯია.

“ადრეც მითქვამს, რომ ნოიერი ჩემზე უკეთესი მეკარეა. სიმართლე გითხრათ, ასეთ საკითხებზე ბევრს არ ვფიქრობ. კარგად ვიცი, რას წარმოვადგენდი წარსულში, რას წარმოვადგენ ახლა და როგორი ვიქნები ორ წელიწადში, ამიტომ მშვიდად ვარ.

ჩემი აზრით, ნოიერის 38 წლის მეკარესთან შედარება არასწორია. ერთმანეთს ბოლო ოთხი-სეზონის განმავლობაში ნაჩვენები თამაშით უნდა შეგვადარონ. ამ შემთხვევაში კი, ვიტყვი, რომ ის ყველა ასპექტში შესანიშნავია”, – თქვა ბუფონმა.