ბართომეუ: “ანდრე გომეშის მამა “ბარსელონას” სტაჟიანი გულშემატკივარია”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოსეპ მარია ბართომეუმ კლუბის ახალწვეულზე, ანდრე გომეშზე ისაუბრა, რომელიც აქამდე ესპანური “ვალენსიას” ღირსებას იცავდა.

“ბლაუგრანას” პორტუგალიელი ფეხბურთელის გადასაბირებლად 35 მილიონი ევროს გადახდა დასჭირდათ, რასაც მომავალში შესაძლოა, სოლიდური რაოდენობის თანხა დაემატოს, ბონუსების სახით.

“ანდრე გომეში “ბარსას” ახალი ფეხბურთელია, ის მსოფლიო დონის ვარსკვლავია. ბედნიერები ვართ, რომ ის ამ გამოწვევას არ შეუშინდა და ჩვენ კლუბში გადმოვიდა.

სამწვრთნელო შტაბის წევრები მას კარგა ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ. ასე რომ, მივესალმებით მის “კამპ ნოუზე” გადმობარგებას. მამამისი “ბარსელონას” სტაჟიანი გულშემატკივარია. ეს კი ჩვენი სიხარულისთვის დამატებითი საბაბია.”

ფეხბურთელები, რომლებმაც “ბარსასა” და “რეალს” შორის არჩევანი გააკეთეს

როგორც იცით, “ბარსელონამ” ახლახან გადაიბირა პორტუგალიელი ანდრე გომეში “ვალენსიადან”. არადა, ესპანური მედია ირწმუნებოდა, რომ მას უკვე მიღწეული ჰქონდა შეთანხმება “რეალთან”.

გთავაზობთ, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომლებმაც “ბარსასა” და “რეალს” შორის არჩევანის გაკეთების უფლება ხვდათ წილად ..


ალფრედო დი სტეფანო | ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ამ ჭრილში. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსელონას” რიგებშიც კი ითამაშა (ამხანაგურ მატჩში), ბოლოს მაინც “რეალში” აღმოჩნდა. ამან კი ორი უდიდესი კლუბის ისტორია სრულიად შეცვალა.


კარიმ ბენზემა | ფრანგი ფორვარდის გადაბირება პირადად პეპ გვარდიოლას სურდა, თუმცა “ლიონის”ყოფილმა ფეხბურთელმა “ბარსას” “რეალი” ამჯობინა. კატალონიელებმა კი მის ნაცვლად ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოიყვანეს, თანაც საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ.


მესუტ იოზილი | გერმანელმა ნახევარმცველმა თავი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიჩინა. მისი გადაბირება რამოდენიმე ევროპულ გრანდს სურდა, მათ შორის “ბარსელონასაც”. საბოლოოდ, მესუტის გადაბირება მადრიდის “რეალმა” მოახერხა.


სამუელ ეტო’ო | მართალია, კამერუნელმა თავდამსხმელმა “რეალშიც” ითამაშა, თუმცა “მალიორკაში” ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, მან მადრიდულ კლუბში დაბრუნებას, კარიერის “კამპ ნოუზე” გაგრძელება ამჯობინა.


დევიდ ბექჰემი | ლაპორტამ არჩევნების მოგება მოახერხა დაპირებით, რომელიც გუნდში ინგლისელი ნახევარმცველის მოყვანას ითვალისწინებდა. თუმცა, იმ დროისთვის ბექჰემს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ კარიერა “სანტიაგო ბერნაბეუზე” უნდა გაეგრძელებინა.


დავიდ ვილია | მადრიდული გრანდი ვილიას რამოდენიმე წლის მანძილზე აკვირდებოდა. მაგრამ, ესპანელმა ფეხბურთელმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გამოაცხადა, რომ კარიერას “ბარსელონაში” აგრძელებდა.


დანილო | კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები დანილოში დანი ალვეშის ჩამნაცვლებელს ხედავდნენ, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსას” “რეალმა” აწაპნა.


ლუის სუარესი | ურუგვაელმა ფეხბურთელმა ყველას გაუმხილა, რომ მისი გადაბირების სურვილი “რეალმაც” გამოთქვა. თუმცა, განაცხადა, რომ მას მხოლოდ “ბარსელონაში” სურდა თამაში.


ლუკა მოდრიჩი | ხორვატ ფეხბურთელს კარგა ხნის მანძილზე უკავშირებდნენ “ბარსელონას”. თითქოს, ის “ბლაუგრანას” სათამაშო სტილისთვის ზედგამოჭრილი იყო. მაგრამ, “ტოტენჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოსთან შეერთების სურვილი გამოთქვა.


მარკო ასენსიო | “ბარსელონამ” 2-მილიონიანი ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა “მალიორკას” ასენსიოს ტრანსფერის თაობაზე, თუმცა, “რეალმა” კლუბს უფრო მეტი შესთავაზე. საბოლოოდ მარკო “რეალში” აღმოჩნდა.


დანი ალვეში | თითქოს, “სევილიას” მარჯვენა მცველის “რეალში” გადასვლა უკვე დადასტურებული იყო, თუმცა, ბოლო წამს “ბარსელონამ” მისი მოსისხლე მეტოქე დაჯაბნა და ბრაზილიელი მცველიც გადაიბირა, 30 მილიონ ევროდ.


ტონი კროოსი | “ბარსას” ყოფილი სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა თავად შეხვდა გერმანელი ფეხბურთელის აგენტს. მაგრამ, ტონიმ კარიერის გაგრძელება მადრიდში გადაწყვიტა.


ივან რაკიტიჩი | “სევილიაში” გატარებული ორი დიდებული სეზონის შემდეგ, ხორვატმა ფეხბურთელმა “რეალისა” და “ბარსას” ყურადღებაც მიიპყრო. მან არჩევანი იმ კლუბზე გააკეთა, რომელიც ტრიპლეტის მოგების უფლებას მისცემდა.


ნეიმარი | ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე. ბრაზილიელმა “რეალში” სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, მაგრამ, საბოლოო ჯამში მაინც “კამპ ნოუზე” გადაბარგდა.


კრიშტიანუ რონალდუ | პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გადაბირება “ბარსელონასაც” სურდა. ეს მაშინ იყო, როდესაც მესი ჯერ კიდევ არ იყო კარიერის პიკზე. თუმცა, რონალდუ “რეალში” გადავიდა (2009) და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

როგორი იქნება “ბარსელონას” შემადგენლობა ანდრე გომეშის დამატების შემდეგ? (ფოტო)

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ პორტუგალიელი ნახევარმცველი, ანდრე გომეში “ვალენსიადან” კატალონიის “ბარსელონაში” გადავიდა.

შესაძლოა, სწორედ ასეთი იყოს “ბლაგურნას” შემადგენლობა ნახსენები ფეხბურთელის დამატების შემდეგ…

barca

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (19 ივლისი)

სიმონე ძაძა ტურინინიდან წასვლას აპირებს

სიმონე ძაძას უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ვიდრე მას “იუვენტუსში” აქვს. მისმა აგენტმა დაადასტურა ინტერესი “ვოლფსბურგისთან” და აღნიშნა, რომ იტალიელი ფორვარდის გადაბირებით მხოლოდ გერმანლი კლუბი არ არის დაინტერესებული.

“სტოკს” ტურინიდან ლემინას წაყვანა სურს

“სტოკ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან 15 მილიონი ევრო შესთავაზონ ტურინის “იუვენტუსს”. Goal-ის ცნობით, ლემინა, რომელმაც გასული სეზონი “მარსელში” გაატარა არენდის წესით, “ლესტერ სიტის” ყურადღების ცენტრშიც არის მოქცეული.

“ბარსელონა” გაბრიელ ბარბოსას აკვირდება

კატალონიური გრანდის დირექტორი, რობერტ ფერნანდესი “სანტოსისა” და “ატლეტიკა პონტე პრეტას” მატჩს დაესწრო. Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” გაბრიელ ბარბოსას გადაბირება სურს, რისთვისაც ესპანეთის ჩემპიონებს დაახლოებით 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

კონტე კოშტას “ატლეტიკოში” გაშვებას არ აპირებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ კლუბი კოშტას “ატლეტიკოში” გაშვებას არ აპირებს. “ჩემთვის, კონტა ფანტასტიკური ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ის უნდა დარჩეს.”

ddddddddddddddddddddddddddddd

ვეინალდუმს “ლივერპულში” სურს თამაში

“ნიუკასლის” ფორვარდს, ჯორჯინიო ვეინალდუმს კარიერის გაგრძელება იურგენ კლოპის “ლივერპულში” სურს. Daily Mirror-ის ცნობით, 25 წლის ვეინალდუმის სანაცვლოდ “ნიუკასლი” 25 მილიონ ფუნტს ითხოვს.

“ჩელსიმ” თვალი მარკო პაროლოს დაადგა

ლონდონის “ჩელსი” იტალიური “ლაციოს” ნახევარმცველის, მარკო პაროლოს გადაბირებას აპირებს. იტალიაში გავრცელდა ჭორები, რომ 31 წლის იტალიელის გადაბირება პირადად ანტონიო კონტეს სურს, რომელიც ახლახან გადაბარგდა “სტემფორდ ბრიჯზე”.

“რომა” შესნის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს

Gazzeta dello Sport-ის ცნობით, “რომას” ხელმძღვანელები ყველაფრის გაკეთებას აპირებენ, რათა კლუბი ვოიცეხ შესნიმ არ დატოვოს, რომელიც ლონდონის “არსენალის” მფლობელობაში იმყოფება.

”რეალი” ანდრე გომეშის გაფორმებასთან ახლოსაა

დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ”ვალენსიას” ფეხბურთელი ანდრე გომეში კარიერას ”რეალში” გააგრძელებს. მადრიდული კლუბი პორტუგალიელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს და დამატებით, ბონუსად 10 მილიონის გადახდას აპირებს.

“ბარსელონამ” თურანის გაყიდვა და ანდრე გომეშის გადაბირება განიზრახა

კატალონიური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე და კლუბის დირექტორი, რობერტო ფერნანდესი შეთანხმდნენ, რომ “ვალენსიას” ნახევარმცველი, ანდრე გომეში სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ახლა მათ გუნდს სჭირდება.

თუმცა, 22 წლის პორტუგალიელი ჰავბეკის ტრანსფერის განხორციელებას ხელს ესპანრი “ვალენსია” უშლის – ფეხბურთელს “ღამურებთან” კონტრაქტი აკავშირებს, “ვალენსიას” ხელმძღვანელები კი მის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას ითხოვენ.

Sport.es-ის ცნობით, გომეშს ესპანელები 60 მილიონ ევროდ აფასებენ.

ამ გარემოებიდან გამომდინარე, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებმა კლუბის თურქი ნახევარმცველის, არდა თურანის გაყიდვა გადაწყვიტეს, რომელიც გუნდს ვერ მოერგო. თურქის გაყიდვას ესპანელები 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ აპირებენ.

“ბარსელონა” პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელისთვის ბრძოლაში დაწინაურდა

პორტუგალიელმა ანდრე გომეშმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა “ვალენსიის” რიგებში და “ევრო 2016”-ზეც ერთ-ერთი გამორჩეულია საკუთარი ნაკრების რიგებში. ლოგიკურია, რომ 22 წლის ნახევარმცველით რამდენიმე ევროპული გრანდი დაინტერესდა…

Goal.com-ის ინფორმაციით “ვალენისიას” ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “ბარსელონა” ლიდერობს. როგორც ირკვევა, ანდრე გომეშის კატალონიურ გრანდში წასვლის შემთხვევაში, მას “ვალენსიაში” ხუან მატა ჩაანაცვლებს, რომელსაც “მანჩესტერ-იუნაიტედში” მოურინიოს მისვლის შემდეგ არც ისე კარგი დრო დაუდგა.