დღეს გაიმართა “ჩემპიონთა ლიგის” პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები.
ერთ-ერთ მათგანში ერთმანეთს “ალაშკერტი” და “სანტა კოლომა” დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული “დინამოს” უნდა დაპირისპირებოდა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. საბოლოოდ, შეხვედრა 3-0 დასრულდა “ალაშკერტის” გამარჯვებით. ორი მატჩის ჯამში სომხურმა გუნდმა 3-0 იმარჯვა (პირველი შეხვედრა 0:0) და შესაბამისად სწორედ იგი შეერკინება ქართულ გუნდს.
პირველი მატჩი თბილისში “დინამო არენაზე” 12 ივლისს გაიმართება.