ჟოზეს ასისტენტი: “მანჩესტერი” ტიტულზე არ ფიქრობს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” დამხმარე მწვრთნელის, რუი ფარიას თქმით “წითელი ეშმაკები” მიმდინარე სეზონისგან ტიტულს ნამდვილად არ ელიან და მათი მთავარი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა.

“ტიტული დავკარგეთ? ამ მომენტში ჩვენთვის გუნდის თამაშის დონე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტიტული. ჩვენი მიზანი გუნდისგან საუკეთესოს მიღებაა, რასაც დრო სჭირდება.

თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული სამუშაო გველოდა წინ. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა რაღაცეები ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ. ჩვენი ფეხბურთელების გვჯერა.

გვჯერა, რომ ეს გუნდი შეძლებს ისეთ ძალად ჩამოყალიბებას, რომელიც ბევრ წარმატებას მიაღწევს.” – განაცხადა მან.

მოურინიომ “მანჩესტერში” სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა

ცნობილი გახდა იმ პიროვნებების ვინაობა, რომლებიც ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელების გაწვრთნაში დაეხმარებიან.

პირველ რიგში, გეტყვით სილვინიო ლოუროსა და რუი ფარიაზე. ორივე მათგანი მთელი კარიერის მანძილზე მოურინიოს იქ მიჰყავდა, სადაც მიდიოდა ხოლმე. “პორტო,” “ინტერი,” “ჩელსი,” მადრიდის “რეალი” – ეს ის გუნდებია, რომლებშიც პორტუგალიელ სპეციალისტს და, შესაბამისად, ამ მწვრთნელებს ერთად უმუშავიათ. ლოურო მეკარეების მთავარი მწვრთნელი იქნება. სწორედ იგი მოამზადებს დე ხეას. რუი ფარია კი ჟოზეს მთავარი ასისტენტის როლში მოგვევლინება.

არის კიდევ ოთხი ახალი სახე “მანჩესტერის” სამწვრთნელო შტაბში. პირველი მათგანი კარლოს ლალინია, რომელიც ინგლისური გრანდის მოთამაშეებს ფიზიკურად მოამზადებს. ემილიო ალვარეზი ზემოთ ნახსენები ლოუროს დამხმარე იქნება. ჯოვანი ჩერა გუნდის თამაშის ანალიტიკოსად, ხოლო რიკარდო ფორმოსინიო მთავარ სკაუტად იმუშავებენ გუნდში.