რამდენადაც ლორის კარიუსის მერსესაიდული კარიერა აღსავსე იყო იმედგაცრუებებით, ეს უკანასკნელი კონტრაქტის ამოწურვამდე აპირებს “ენფილდის” დატოვებას. ამ ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
როგორც იცით, გერმანელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში უპატიებელი შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც მას გულშემატკივრები მუდმივ წნეხში აყენებდნენ. რაც მთავარია, ამ შეცდომის შემდეგ კარიუსმა მწვრთნელის ნდობაც დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ლივერპულმა” “რომას” მეკარე ალისონში რეკორდული თანხა, 72 მილიონი ევრო გადაიხადა. ბუნებრივია, რომ ამ ტრანსფერის შემდეგ გუნდის პირველი მეკარე სწორედ ალისონი იქნება.
კარიუსი “ლივერპულში” 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გადაბარგდა “მაინციდან”.