დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 აგვისტო)

ვაკო “ვიტესს” ტოვებს!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის “ლეგიაში” ითამაშებს. პოლონური ვებ-გვერდის, weszlo.com-ის ცნობით, არნემის “ვიტესი” ქართველ ფეხბურთელს “ლეგიაში” ერთი წლით გაანათხოვრებს, თუმცა მის ახალ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება ექნება. როგორც ირკვევა, ვაკო 30 აგვისტოს ვარშავაში უნდა ჩავიდეს, სადაც კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ისკო გადავა … “ტოტენჰემში”?

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ტოტენჰემის” მესვეურები “რეალის” მიერ დაწუნებული ესპანელი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გადაბირებას აპირებენ. “დეზები” ისკოს იჯარით აყვანაზეც თანახმანი არიან.

ჭანტურია შესაძლოა, სერია ა-ში ვიხილოთ

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ახალწვეული, “კროტონე” ქართველი მოთამაშით, გიორგი ჭანტურიათი ინტერესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭანტურიას “ქართველი მესის” სახელით მოიხსენიებენ; მას აქვს ძალიან ლამაზი მოძრაობები და კარგი ტექნიკა.

CmiYIZEWEAA1H5K

“ბარსელონამ” პაკო ალკასერი დაიმატა

“ვალენსიას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, პაკო ალკასერი ამიერიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. 23 წლის მოთამაშემ კატალონიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, “ვალენსია” კი ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროს მიიღებს. “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, პაკო ალკასერის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს უდრის.

ჰარტი ტურინში მიდის

ინგლისის ეროვნული ნაკრების პირველი მეკარის, ჯო ჰარტის აგენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ჰარტი მომავალ სეზონს იტალიაში, კერძოდ კი “ტორინოში” გაატარებს.

სახო ახალი კლუბის ძიებაშია

ბრიტანული Daily Mirror იუწყება, რომ მამადუ სახოს ახალი კლუბის მოძებნისაკენ მოუწოდეს, თუ კი ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზია აქვს. იურგენ კლოპი მას არენდით წასვლის, ან სხვა კლუბში გადასვლის ნებას აძლევს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (15 აგვისტო)

გვარდიოლა: “ჰარტი ბედნიერი ნამდვილად არ არის”

პეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ ჰარტს ნამდვილად არ მოეწონა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა: “დარწმუნებული ვარ, რომ ის ბედნიერი არ არის. ყველა, ვინც არ თამაშობს დათხოვნილი როდია. 28 ფეხბურთელი გვყავს, რომლებმაც უნდა დამარწმუნონ, რომ სასტარტოში ყოფნას იმსახურებენ.”

“ინტერი” მზადაა, სანჩესის სანაცვლოდ 80 მილიონი გადაიხადოს

მილანური “ინტერის” ხელმძღვანელები მზად არიან ალექსის სანჩესის ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადონ. Fichajes.net-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, “ნერაძური” 27 წლის ჩილელს 8 მილიონ ევროს სთავაზობს წელიწადში.

Untitled-3

“მანჩესტერს” ფონტეს გადაბირება უნდა

Daily Mirror-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველის, ჟოზე ფონტეს გადაბირებას აპირებენ. ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “წმინდანები” კარგა ხანია, რაც მას ახალ კონტრაქტს სთავაზობენ.

“მილანი” მატეო კოვაჩიჩზე გადაერთვება

იტალიური “მილანი” მთლიანად მატეო კოვაჩიჩის ტრანსფერზე გადაერთვება იმ შემთხვევაში, თუ “იუვენტუსი” მას როდრიგო ბენტანკურისათვის გამართულ ბრძოლაში აჯობებს. “როსონერი” ხორვატი ნახევარმცველის არენდით აყვანის ვარიანტზეც მუშაობს.

ბალოტელი ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებს

“ლივერპულის” მფლობელობაში მყოფი მარიო ბალოტელი ყველაფრის თავიდან დაწყებას აპირებს. იტალიელ თავდამსხმელს თავის კლუბში იტალიური “სასუოლო” ეპატიჟება. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სასუოლოს” ხელმძღვანელობამ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები მერსესაიდელებთან.

რომელი გუნდი დასახელდა “ევროპის ჩემპიონატის” ყველაზე ცუდ ნაკრებად?

გუშინ დასრულდა “ევრო 2016”. გამარჯვებული პორტუგალიის ეროვნული ნაკრები გახდა. გარდა საუკეთესო გუნდისა, გუშინ სხვა ბევრი საინეტერესოც გაირკვა: საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე, საუკეთესო 11 ფეხბურთელი და ასე შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ “ევროპის ჩემპიონატის” ყველაზე ცუდ გუნდად ინგლისის ეროვნული ნაკრები დასახელდა, რომელიც ჯგუფური ეტაპიდან გასვლისთანავე, მერვედფინალში ისლანდიასთან დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

cats