ვეინალდუმი: “კლოპი რაღაც განსაკუთრებულის შექმნას ცდილობს”

ინგლისური “ლივერპულის” ჰოლანდიელ ახალწვეულს, ჯორჯინიო ვეინალდუმს სჯერა, რომ იურგენ კლოპი “ლივერპულთან” ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს და ბედნიერია, რომ ინგლისური კლუბის ნაწილი გახდა.

“ლივერპულს” ძალიან ნიჭიერი გუნდი ჰყავს დიდებული მწვრთნელით. პირველივე შეხვედრისას (კლოპთან) მივხვდი, რომ ის “ლივერპულში” რაღაც განსაკუთრებულის შექმნას ცდილობდა.

ვიცოდი, რომ ეს კლუბი ჩემთვის შესაფერისი იყო. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის ნაწილი მაქვს. ღმერთს ამისთვის მადლობას ვუხდი.

ჩვენი გეგმა? ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ პირველ ნომრად ვითამაშოთ, თამაში ვაკონტროლოთ მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე. სწორედ ამისთვის ვვარჯიშობთ ამდენს.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (21 ივლისი)

გადაწყვეტილია ! პიაცა “იუვენტუსს” შეუერთდა

მოლაპარაკებები უკვე დასრულდა. ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “დინამო ზაგრების” ლიდერის, მარკო პიაცას ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელეს. 21 წლის შემტევის სანაცვლოდ, იტალიურმა გრანდმა 23 მილიონი ევრო გადაუხადა ხორვატულ გრანდს. პიაცამ ტურინელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ინგლისის ნაკრებს სემ ალარდაისი ჩაიბარებს

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისური ფეხბურთის ფედერაციაში მხარს სემ ალარდაისის კანდიდატურას უჭერენ. გარდა ამისა, დღეს “დიდმა სემმა” “სანდერლენდის” ვარჯიში ნაადრევად დატოვა. ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ინგლისელი სპეციალისტი “სამ ლომს” უახლოეს მომავალში ოფიციალურად ჩაიბარებს.

მანჩინის “ინტერში” ბალოტელის მიყვანა სურს

მართალია, რომ რობერტო მანჩინისა და მარიო ბალოტელის “მანჩესტერული” თანამშრომლობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, როგორც Tuttosport იუწყება, რობერტო მანჩინი კვლავ აპირებს გუნდში იტალიელი ფორვარდის მიყვანას.

დიეგო სიმეონე “ატლეტიკოსა” და არგენტინის ნაკრებს ერთდროულად გაწვრთნის?

As-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაცია გვამცნობს, რომ არგენტინული ფეხბურთის ფედერაცია თანახმაა, დიეგო სიმეონეს არგენტინის ნაკრების გაწვრთნასთან ერთად “ატლეტიკოში” მუშაობის უფლებაც მისცენ.

99999999999

“ფენერბახჩე” რობინ ვან პერსის არ გაყიდის

მიუხედავად ინგლისური “სტოკის” ინტერესისა, თურქული “ფენერბახჩეს” ხელმძღვანელები რობინ ვან პერსის გაყიდვას არ აპირებენ.

“ჰამბურგმა” ჰალილოვიჩი დაიმატა

“ჰამბურგის” ხელმძღვანელებმა ხორვატი ნახევარმცველის, ალენ ჰალილოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“იუნაიტედი” ბონუჩისთვის იბრძოლებს?

ESPN-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო “იუვენტუსის” ცენტრალური მცველის, ლეონარდო ბონუჩის გადაბირებას აპირებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 60 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელის გადაბირება “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტისაც” სურს.

“ლივერპულმა” ვეინალდუმის ფასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

ინგლისური “ნიუკასლის” ხელმძღვანელები მზად არიან გაუშვან ჯორჯინიო ვეინალდუმი “ლივერპულში”, იმ შემთხვევაში, თუ “წითლები” 25 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. ცნობისათის გეტყვით, რომ “ნიუკასლმა” ჰოლანდიელი ფეხბურთელი 14.6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (15 ივლისი)

“ლივერპულს” კიდევ ერთი ცენტრალური მცველი სჭირდება

კოლო ტურე – გაუშვეს. მარტინ შკრტელი – გაყიდეს. მამადუ სახო – ტრავმირებულია. ჯო გომესი – ტრავმირებულია. სტივენ კოკერი – “ქპრ-ში” დაბრუნდა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, Daily Mirror ირწმუნება, რომ იურგენ კლოპი სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს დაიმატებს.

ალარდაისი თუ კლინსმანი?

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სემ ალარდაისის მოსვლის ვარიანტი ყველაზე რეალურია, თუმცა არ ინგლისში არ გამორიცხავენ იურგენ კლინსმანსაც. Indepedent იუწყება, რომ აშშ-ს მთავარი მწვრთნელი ამ პოსტის დასაკავებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

უფორვარდოდ დარჩენილი “სუონსი” გამოსავალს ეძებს

ევრო 2016-ის გმირი ედერი “ლილს” შეუერთდა. ალბერტო პალოში – “ატალანტას”. ბაფეტამბი გომისი კი “მარსელში” აპირებს გადაბარგებას.

ddddddddddddddddddddddddddddd

გიოტცე და შაქირი “დორტმუნდში”?

Daily Mirror გვამცნობს, რომ დორტმუნდის “ბორუსიამ” მხითარიანის, ჰუმელსისა და გიუნდოგანის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულის პროდიქტიულად გამოყენებას აპირებს. ტომას ტუხელი გუნდში მარიო გიოტცესა და ჟერდან შაქირის მოყვანას აპირებს.

დიეგო კოშტა “ატლეტიკოში”?

დიეგო კოშტამ ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ “ატლეტიკო მადრიდში” აპირებს დაბრუნებას. As-ის ცნობით, მადრიდელებისთვის ესპანელი ფორვარდის გადაბირება ყველაზე პრიორიტეტულია.

“ტოტენჰემს” ვეინალდუმი სურს

მართალია, ლონდონელებმა უკვე გადაიბირეს ვინსენტ იანსენი და ვიქტორ ვანიამა, თუმცა ისინი გაჩერებას მაინც არ აპირებენ – “მამლებს” ჯორჯინიო ვეინალდუმის გადაბირება სურთ, რომელიც 25 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.