The Sun: ბელგიის ნაკრები შესაძლოა ლუი ვან გაალს ჩააბარონ

ბელგიის ნაკრების “ოქროს თაობა” შესაძლოა სულ მალე ლუი ვან გაალის განკარგულებაში აღმოჩნდეს. ამ ინფორმაციას ინგლისური The Sun ავრცელებს.

როგორც იცით, ბელგიელთა ყოფილი თავკაცი, მარკ უილმოტსი პოსტიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა გაწვრთნილმა გუნდმა მთელ ქვეყანას გაუცრუა იმედები – “წითელი ეშმაკები” ევრო 2016-ის ნახევარფინალში, უელსის ნაკრებთან დამარცხდნენ.

ბელგიური ფეხბურთის ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ლუი ვან გაალი ბელგიის ნაკრების საჩემპიონო გუნდად გარდაქმნას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ მას ასეთივე მიზანი დაუსახეს “მანჩესტერ იუნაიტედშიც”, თუმცა ინგლისში მოვლენები სხვაგვარად წარიმართა.

იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალს ბელგიის ნაკრებს ჩააბარებენ, ის გახდება რიგით მეორე ჰოლანდიელი მწვრთნელი, რომელიც ამ ნაკრებს გაუძღვება. პირველი დიკ ადვოკაატი გახლდათ, მან ნაკრები 2009-10 წლებში გაწვრთნა.