“უიგანი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”: მხითარიანი და ბაილი მატჩს სასტარტოდან დაიწყებენ

დღეს, “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის რანგში პირველ მატჩს გამართავს ჟოზე მოურინიო. ამხანაგურ მატჩში ინგლისელთა მეტოქე “უიგან ატლეტიკი” იქნება.

DW Stadium-ზე ამავდროულად შედგება ჰენრიკ მხითარიანისა და ერიკ ბაილის დებიუტი, რომლებიც მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდნენ გუნდს.

ბაილის დეილი ბლინდთან მოუწევს შეწყვილება დაცვის ცენტრში, მაშინ როცა სომეხი შემტევი ჯეიმს უილსონის უკან ითამაშებს.

10-თვიანი უქმობის შემდეგ აღნიშნულ მატჩში დაბრუნდება ლუკ შოუ, რომელმაც გასულ სექტემბერს, “პსვ-სთან” მატჩში ფეხი მოიტეხა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” სასტარტო შემადგენლობა: ჯონსტონი, ფოსუ-მენსა, ბაილი, დეილი ბლინდი,ლუკ შოუ, მაიკლ კერიკი, ანდერ ერერა, ლინგარდი, ჰენრიკ მხითარიანი, მემფის დეპაი, უილსონი.

სათადარიგოთა სკამი: პერეირა, ბლეკეტი, ჯონსი, ტუანზებე, ვარელა, იანუზაი, მატა, ა. პერეირა, ვალენსია, იანგი, კინი.

მატჩი სტარტს თბილისის დროით 16:30-ზე აიღებს.