ოფიციალურად: სუნიგა ინგლისურ გუნდში გადავიდა

დიდ ხანს იწერებოდა იმის შესახებ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ხუან სუნიგა “ნაპოლის” დატოვებდა.

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურა, რომ კოლუმბიელი მოთამაშე მომდევნო ერთ წელს არენდის წესით “უოტფორდში” გაატარებს. საგულსიხმოა ის ფაქტი, რომ ინგლისელებს სუნიგას გამოსყიდვის უფლება აქვთ. აღნიშნული ფეხბურთელი მალე ჩაფრინდება ბრიტანეთში და გაივლის სამედიცინო შემოწმებას. 30 წლის განაპირა მცველის მთავარი მწვრთნელი ახალ სეზონში უოლტერ მაცარი იქნება, რომელიც სუნიგას “ნაპოლიში” 4 წლის (2009-2013) განმავლობაში ხელმძღვანელობდა.