ვეინალდუმი: “ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია”

მერსესაიდული “ლივერპულის” კუთვნილებაში მყოფი ჯორჯინიო ვეინალდუმი დარწმუნებულია, რომ “წითლები” მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებენ.

“იმას ნამდვილად არ ვამბობთ, რომ ტიტულს ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახლავე მოვიგებთ, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

დარწმუნებული ვარ, რომ იგივე შეცდომებს არ დავუშვებთ და გასული წლიდან გაკვეთილებსაც ვისწავლით. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მოსაზრებაა. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ,” – აცხადებს “ნიუკასლის” ყოფილი ფეხბურთელი.

გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში “ლივერპულის” მეტოქე “უოტფორდი” იქნება. “წითლები” “ირმებს” 12 აგვისტოს ესტუმრებიან.

ოფიციალურად: “ლივერპულმა” ჯორჯინიო ვეინალდუმი გაიფორმა

ინგლისური “ლივერპულის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა “ნიუკასლის” შემტევის, ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერი დაადასტურა.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელმაც “წითლებთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, აშშ-ში უახლოეს მომავალში გაფრინდება, რათა იურგენ კლოპის გუნდს შეუერთდეს, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე იღებს მონაწილეობას.

“ლივერპულმა” ვეინალდუმის სანაცვლოდ “კაჭკაჭებს” 23 მილიონი ფუნტი გადაუხადა, რასაც შესაძლოა კიდევ 2 მილიონი დაემატოს ბონუსის სახით.

“პსვ-ს” ექს-ფეხბურთელი იურგენ კლოპის რიგით მეექვსე შენაძენი გახდა მატიპის, ლორის კარიუსის, სადიო მაეს, რაგნარ კლავანისა და ალექს მანიგერის შემდეგ.

უკვე ცნობილია ისიც, რომ ვეინალდუმი “ლივერპულში” 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (19 ივლისი)

სიმონე ძაძა ტურინინიდან წასვლას აპირებს

სიმონე ძაძას უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, ვიდრე მას “იუვენტუსში” აქვს. მისმა აგენტმა დაადასტურა ინტერესი “ვოლფსბურგისთან” და აღნიშნა, რომ იტალიელი ფორვარდის გადაბირებით მხოლოდ გერმანლი კლუბი არ არის დაინტერესებული.

“სტოკს” ტურინიდან ლემინას წაყვანა სურს

“სტოკ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან 15 მილიონი ევრო შესთავაზონ ტურინის “იუვენტუსს”. Goal-ის ცნობით, ლემინა, რომელმაც გასული სეზონი “მარსელში” გაატარა არენდის წესით, “ლესტერ სიტის” ყურადღების ცენტრშიც არის მოქცეული.

“ბარსელონა” გაბრიელ ბარბოსას აკვირდება

კატალონიური გრანდის დირექტორი, რობერტ ფერნანდესი “სანტოსისა” და “ატლეტიკა პონტე პრეტას” მატჩს დაესწრო. Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” გაბრიელ ბარბოსას გადაბირება სურს, რისთვისაც ესპანეთის ჩემპიონებს დაახლოებით 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

კონტე კოშტას “ატლეტიკოში” გაშვებას არ აპირებს

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ კლუბი კოშტას “ატლეტიკოში” გაშვებას არ აპირებს. “ჩემთვის, კონტა ფანტასტიკური ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ის უნდა დარჩეს.”

ddddddddddddddddddddddddddddd

ვეინალდუმს “ლივერპულში” სურს თამაში

“ნიუკასლის” ფორვარდს, ჯორჯინიო ვეინალდუმს კარიერის გაგრძელება იურგენ კლოპის “ლივერპულში” სურს. Daily Mirror-ის ცნობით, 25 წლის ვეინალდუმის სანაცვლოდ “ნიუკასლი” 25 მილიონ ფუნტს ითხოვს.

“ჩელსიმ” თვალი მარკო პაროლოს დაადგა

ლონდონის “ჩელსი” იტალიური “ლაციოს” ნახევარმცველის, მარკო პაროლოს გადაბირებას აპირებს. იტალიაში გავრცელდა ჭორები, რომ 31 წლის იტალიელის გადაბირება პირადად ანტონიო კონტეს სურს, რომელიც ახლახან გადაბარგდა “სტემფორდ ბრიჯზე”.

“რომა” შესნის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს

Gazzeta dello Sport-ის ცნობით, “რომას” ხელმძღვანელები ყველაფრის გაკეთებას აპირებენ, რათა კლუბი ვოიცეხ შესნიმ არ დატოვოს, რომელიც ლონდონის “არსენალის” მფლობელობაში იმყოფება.

”რეალი” ანდრე გომეშის გაფორმებასთან ახლოსაა

დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ”ვალენსიას” ფეხბურთელი ანდრე გომეში კარიერას ”რეალში” გააგრძელებს. მადრიდული კლუბი პორტუგალიელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს და დამატებით, ბონუსად 10 მილიონის გადახდას აპირებს.