“მონპელიეს” ფორმაზე გუნდის სახელი შეცდომითაა დატანილი (ფოტო)

“მონპელიეს” ხელმძღვანელები იძულებულები გახდნენ ბოდიში მოეხადათ თავიანთი შეცდომის გამო, მას შემდეგ, რაც ფრანგული კლუბი მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა.

ლიგა 1-ში მოთამაშე კლუბმა უკვე კარგა ხანია, რაც გუნდის ფორმები გაყიდვაში ჩაუშვა, რომელზეც შეცდომით იყო კლუბის სახელი დატანილი Montpelier Montpellier-ის ნაცვლად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ აპირებენ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელები ამ შეცდომის გამოსწორებას. შესაძლოა, მათ გაყიდული პროდუქციის დაბრუნებაც კი მოუწიოთ.

შალვა მამუკაშვილის სადებიუტო ლელო “მონპელიეში” (ვიდეო)

11 დეკემბერს, ევროპის ჩემპიონთა თასზე ნარიაშვილის, მამუკაშვილის, ქუბრიაშვილისა და მიქაუტაძის “მონპელიემ” საკუთარ მოედანზე “კასტრი” მიიღო და მეტოქე 32:14 დაამარცხა.

ოთხივე ქართველი მორაგბე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. აღსანიშნავია, რომ 68-ე წუთზე შალვა მამუკაშვილმა “მონპელიეს” რიგებში სადებიუტო ლელო გაიტანა.

სათქმელია ისიც, რომ შეხვედრის მე-18 წუთზე დავით ქუბრიაშვილმა წითელი ბარათი მიიღო.

იხილეთ მამუკაშვილის ლელო

პროგნოზისტთა კონკურსი (“მონპელიე” — “ლიონი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 30-ე საკონკურსო კვირის მეხუთე მატჩის კითხვები, რომელიც “მონპელიესა” და “ლიონს” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “მონპელიე” – “ლიონი”

“მონაკო” — “მონპელიე” გადაიდო (ფოტოები)

საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “მონაკოსა” და “მონპელიეს” შორის გასამართი მატჩი მეტეოროლოგიური პირობების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მონტე კარლოში ძლიერად წვიმს. მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “მონაკოს” მე-5, “მონპელიეს” კი მე-7 ადგილი აქვს დაკავებული.

weather

Monaco weather

მონპელიეს სტადიონი წყალდიდობის შემდეგ

ფრანგული “მონპელიეს” სტადიონი წყალდიდობის შედეგად დაზარალდა. სტიქიამ ინფრასტრუქტურას მნიშნვლოვანი ზიანი მიაყენა.

1412675020315_wps_12_SnipImage_JPG 1412675615603_wps_27_Montpellier_left_in_state 1412675629596_wps_29_Montpellier_left_in_state 1412675684967_wps_33_Montpellier_left_in_state 1412675836461_wps_37_Montpellier_left_in_state 1412677094193_wps_48_Montpellier_left_in_state

ნიანგს “მონპელიეში” დარჩენა სურს

იტალიური “მილანის” კუთვნილებაში მყოფი ფეხბურთელი მბაიე ნიანგი აცხადებს, რომ ის “მონპელიეში” თავს კარგად გრძნობს და იქიდან წასვლა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი იანვარში “მონპელიეს” 6-თვიანი იჯარით შეუერთდა. ახალგაზრდა თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 11 მატჩში, 3 გოლის გატანა მოახერხა.

“იმედი მაქვს, “მონპელიეში” დავრჩები. ეს ჩემი ოჯახია, რომელიც ძალიან მიყვარს. როდესაც კონტრაქტს ხელი მოვაწერე, ვთქვი, რომ აქ დიდი ხნით დარჩენა მსურდა”, – ამბობს ნიანგი.

მბაიე ნიანგს პატიმრობა მიესაჯა

„მილანის“ თავდამსხმელ მბაიე ნიანგს, რომელიც იჯარის წესით ფრანგულ „მონპელიეში“ თამაშობს, საფრანგეთში მომხდარი ინციდენტის გამო პატიმრობა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს 19 წლის ფეხბურთელი „ფერარის“ მარკის ავტომობილით კლუბის ბაზის მახლობლად ხეს შეეჯახა.

პროკურორი 170 საათის განმავლობაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაწევას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ნიანგი რამდენიმე პუნქტით სცნო დამნაშავედ (გადაჭარბებული სიჩქარე, ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე ტარება, ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, შუქნიშანზე წითელი ფერის იგნორირება) და 18 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მიმდინარე სეზონში ნიანგმა საფრანგეთის ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

კურიოზი: ედინსონ კავანიმ ცარიელ კარს ხუთი მეტრიდან ააცილა

22 იანვარს, საფრანგეთის თასზე, “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “მონპელიე” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, საკმაოდ კურიოზული რამ მოხდა – ურუგვაელმა ფეხბურთელმა, ედინსონ კავანიმ მეტოქე გუნდის ცარიელ კარს ხუთი მეტრიდან ააცილა.

ჭანტურია კარიერას საფრანგეთში ან იტალიაში გააგრძელებს

უცხოური პრესის ცნობით გიორგი ჭანტურიამ შესაძლოა „ვიტესი“ დატოვოს და კარიერა რომელიმე ტოპ-ლიგაში გააგრძელოს. საუბარია ფრანგულ და იტალიურ ვარიანტებზე კერძოდ კი „მონპელიესა“ და „ბოლონიაზე“.

უცხოელი კოლეგები უპირატესობას იტალიურ ვარიანტს ანიჭებენ.

აქვე გეტყვით, რომ „ვიტესი“ დღეს „ზვოლეს“ დაუპირისპირდება და დიდი შანსია ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.

რიკარდო კარვალიოს “მონპელიასთან” მატჩში მაისური უკუღმა ეცვა

10 იანვარს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “მონპელიემ” საკუთარ მოედანზე “მონაკო” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “მონაკოს” პორტუგალიელ მცველ რიკარდო კარვალიოს მაისური უკუღმა ეცვა, რაც კამერებმა დააფიქსირეს კიდეც.

carvalho