“იუვენტუსი” მარკო პიაცას გაანათხოვრებს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა მარკო პიაცას კლუბიდან გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ტრანსფერით მალევე დაინტერესდა “ფიორენტინა”, რომელიც ხორვატ ფეხბურთელს რეგულარულ ადგილს პირდება ძირითად შემადგენლობაში.

როგორც ცნობილი ხდება, მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხანია, რაც მიმდინარეობს, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. “იუვენტუსს” ფეხბურთელის გაყიდვა სურდა გამოსყიდვის უფლებით, “იასამნისფერები” კი მხოლოდ მისი იჯარის წესით აყვანის სურვილს გამოთქვამენ.

“ფიორტენტინა” პიაცას არენდაში ტურინულ გრანდს 2 მილიონ ევროს გადაუხდის და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლება. “ბებერ ქალბატონს” კი მისი დაბრუნება 26-27 მილიონ ევროდ შეეძლება.

პიაცა მზად არის, კარიერა “ფიორენტინაში” გააგრძელოს

მარკო პიაცას ტურინული კარიერა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც ამას “იუვენტუსის” ხელმძღვანელები იმედოვნებდნენ. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებს კლუბის დასატოვებლად.

როგორც ცნობილი ხდება, “ფიორენტინას” გენერალური დირექტორი უკვე შეხვდა 23 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებს და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. პიაცამ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.

უახლოეს მომავალში “ფიორენტინა” “ბებერ ქალბატონს” სწორედ მარკო პიაცას ტრანსფერზე სასაუბროდ შეხვდება. ამ ინფორმაციას Football Italia ადასტურებს.

პიაცა “იუვეში” 2016 წელს გადავიდა ზაგრების “დინამოდან”. ბოლოს კი ეს უკანასკნელი გელზენკირხენის “შალკეს” რიგებში თამაშობდა არენდის წესით.

ხორვატები ადასტურებენ: მარკო პიაცასთვის სეზონი დასრულებულია

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის, მარკო პიაცასათვის 2016/17 წლების სეზონი დასრულებულია. ამ ინფორმაციას ხორვატთა ფეხბურთის ფედერაციაც ადასტურებს.

როგორც იცით, ტურინელთა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა ტალინში გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო, რომელიც ხორვატთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ კი მას უმალვე ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები, რომელმაც სამწუხარო შედეგები აჩვენა – 21 წლის მარკო პიაცას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მას ლაზარეთში რამდენიმე თვის გატარება მოუწევს.

მარკო პიაცა: “მზად ვარ, ჩემი ადგილისთვის ვიბრძოლო”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული, მარკო პიაცა არ თვლის, რომ მასზე განსაკუთრებული ზეწოლაა, მიუხედავად იმისა, რომ მან მისი თანამემამულის, ლუკა მოდრიჩის რეკორდი დაამხო – როგორც ყველაზე ძვირადღირებული ხორვატი ფეხბურთელის.

“არა, განსაკუთრებული სახის ზეწოლას არ ვგრძნობ ხორვატიის ისტორიაში შესვლით, ჩემთვის ეს მხოლოდ დიდი პატივი და პრივილეგიაა.

მე “იუვენტუსში” ვარ, სადაც გაცილებით უფრო მეტს იხდიან სხვა ფეხბურთელებში, ვიდრე ჩემში გადაიხადეს. ასე რომ, ამის გამო ზეწოლას ნამდვილად არ ვგრძნობ.”

ზაგრების “დინამოს” ყოფილ ფეხბურთელს კონკურენციის გაწევა მარიო მანჯუკიჩისთვის და ტურინელთა კიდევ ერთი ახალწვეულისთვის, გონსალო იგუაინისთვის მოუწევს.

“მანჯოს და მე, ისევე როგორც ყველა სხვა ფეხბურთელს, გვინდა, რომ ვითამაშოთ იმდენი, რამდენიც შესაძლებელია. სეზონის ბოლოს, ვნახავთ, ვინ იყო უკეთესი. მაგრამ, მჯერა, რომ აქ თავის დამკვიდრებას შევძლებ.

ვიცი, რომ ძირითადის ფეხბურთელი არ ვარ, მაგრამ ბრძოლას ვაპირებ. ამას მიჩვეული ვარ – ბრძოლითვე მოვიპოვე ადგილი “დინამოშიც”. მართალია, “იუვენტუსი” გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, მაგრამ ბრძოლისთვის მზად ვარ.”

პიაცამ ერთ პრობლემაზეც ისაუბრა: ” ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს ჩემს მაისურს. ალბათ, მომავალში სატვირთო მანქანით მომიწევს ზაგრებში წასვლა, რათა ყველა დავაკმაყოფილო.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (21 ივლისი)

გადაწყვეტილია ! პიაცა “იუვენტუსს” შეუერთდა

მოლაპარაკებები უკვე დასრულდა. ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “დინამო ზაგრების” ლიდერის, მარკო პიაცას ტრანსფერი ოფიციალურად განახორციელეს. 21 წლის შემტევის სანაცვლოდ, იტალიურმა გრანდმა 23 მილიონი ევრო გადაუხადა ხორვატულ გრანდს. პიაცამ ტურინელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ინგლისის ნაკრებს სემ ალარდაისი ჩაიბარებს

Sky Sports-ის ცნობით, ინგლისური ფეხბურთის ფედერაციაში მხარს სემ ალარდაისის კანდიდატურას უჭერენ. გარდა ამისა, დღეს “დიდმა სემმა” “სანდერლენდის” ვარჯიში ნაადრევად დატოვა. ეს ყველაფერი კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ინგლისელი სპეციალისტი “სამ ლომს” უახლოეს მომავალში ოფიციალურად ჩაიბარებს.

მანჩინის “ინტერში” ბალოტელის მიყვანა სურს

მართალია, რომ რობერტო მანჩინისა და მარიო ბალოტელის “მანჩესტერული” თანამშრომლობა არც ისე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, როგორც Tuttosport იუწყება, რობერტო მანჩინი კვლავ აპირებს გუნდში იტალიელი ფორვარდის მიყვანას.

დიეგო სიმეონე “ატლეტიკოსა” და არგენტინის ნაკრებს ერთდროულად გაწვრთნის?

As-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაცია გვამცნობს, რომ არგენტინული ფეხბურთის ფედერაცია თანახმაა, დიეგო სიმეონეს არგენტინის ნაკრების გაწვრთნასთან ერთად “ატლეტიკოში” მუშაობის უფლებაც მისცენ.

99999999999

“ფენერბახჩე” რობინ ვან პერსის არ გაყიდის

მიუხედავად ინგლისური “სტოკის” ინტერესისა, თურქული “ფენერბახჩეს” ხელმძღვანელები რობინ ვან პერსის გაყიდვას არ აპირებენ.

“ჰამბურგმა” ჰალილოვიჩი დაიმატა

“ჰამბურგის” ხელმძღვანელებმა ხორვატი ნახევარმცველის, ალენ ჰალილოვიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“იუნაიტედი” ბონუჩისთვის იბრძოლებს?

ESPN-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო “იუვენტუსის” ცენტრალური მცველის, ლეონარდო ბონუჩის გადაბირებას აპირებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 60 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელის გადაბირება “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტისაც” სურს.

“ლივერპულმა” ვეინალდუმის ფასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

ინგლისური “ნიუკასლის” ხელმძღვანელები მზად არიან გაუშვან ჯორჯინიო ვეინალდუმი “ლივერპულში”, იმ შემთხვევაში, თუ “წითლები” 25 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. ცნობისათის გეტყვით, რომ “ნიუკასლმა” ჰოლანდიელი ფეხბურთელი 14.6 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა.