“ლივერპულომა” 39 წლის მეკარე დაიმატა

“ლივერპულმა” მეკარე ალექს მანინგერი გაიფორმა.

39 წლის ავსტრიელი კიპერი მერსისაიდულ კლუბს აშშ-ში გაჰყვა და შესაძლოა, ლონდონის “ჩელსისთან” მომდევნო კვირაში დაგეგმილ საკონტროლო მატჩშიც მიიღოს მონაწილეობა.

ალექს მანინგერი ბოლოს “დუისბურგის” ღირსებას იცავდა, რომელთან კონტრაქტიც პირველ ივლისს დაუმთავრდა. შესაბამისად, იგი “ენფილდროუდელთა” რიგებს უსასყიდლოდ შეუერთდა. ბუნდესლიგის გასულ სეზონში მან ორი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაუშვა.

ალექს მანინგერს კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა ლონდონის “არსენალი”, “ფიორენტინა”, “უდინეზე” და ტურინის “იუვენტუსი”. მას ავსტრიის ნაკრებში 34 მატჩი აქვს ჩატარებული.