“შუქურამ” “სამტრედიას” მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა

ოცდამერვე ტურის მეორე შეხვედრა გიამართა ბათუმში “რაგბი არენაზე”. მაყურებელმა დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა იხილა.

პირველი რეალური მომენტი შეხვედრაში მე-18 წუთზე შეიქმნა, როდესაც თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ქობულეთელთა კარს ნიკა საბანაძე დაემუქრა, მაგრამ გიორგი სომხიშვილმა მეტოქეს აჯობა.თუმცა სამტრედიელთა სწრაფ შეტევებს მაინც მოჰყვა შედეგი, 26-ე წუთზე დავით რაჟამაშვილის დარტყმის შემდეგ ანგარიშიც გაიხსნა.

ბევრად უფრო დაძაბული და საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარი, მე-60 წუთზე ალექსანდრე გურულის ჩაწოდების შემდეგ მარსელიონიომ ძალიან კარგად ითამაშა და მიგინეიშვილის კარი აიღო. ამის შემდეგ მოედანზე კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება, სამტრედიელები ცდილობდნენ გოლის გატანას, რეალურად ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან 65-ე წუთზე, როდესაც გიორგი კახელიშვილმა კარის ხაზზე ხელით ითამაშა და მეორედ დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, ამჯერად ნიკა სამდოხაძე მივიდა ბურთთან, მაგრამ ჯერ ხარიხამ იხსნა “შუქურა” შემდეგ კი დამატებაზე ისევ სანდოხაძემ ააცილა ბურთი კარს. საბოლოოდ კი მატჩის 87-ე წუთზე ქობულეთელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, როდესაც სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, კობა შალამბერიძემ აჭარლები წინ გაიყვანა. “სამტრედიის”მონდომებამ მაინც გამოიღო შედეგი,რაჟამაშვილის ჩაწოდების შემდეგ ნიკა საბანაძემ 93-ე წუთზე ზუსტი თავური დარტყმით აღადგინა წონასწორობა. ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა და შეხვედრა ფრედ 2-2 დასრულდა.

“შუქურამ” და “დილამ” ქულები გაიყვეს

დღეს ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩები იმართება.

ქობულეთში, “ჩელე არენაზე” ადგილობრივი “შუქურა” გორის “დილას დაუხვდა. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

საბოლოოდ, 0-0.

ამ ფრის შემდეგ “შუქურას” სამი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. “დილას” რვა ქულა დაუგროვდა და მერვე პოზიციას იკავებს.

ქობულეთის “შუქურა” ბრაზილიურ “კორიტიბასთან” ითანამშრომლებს

ბრაზილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით კურიტიბაში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის და რევაზე ჩელებაძის შეხვედრა შედგა. მხარეება თანამშრომლობაზე მოილაპარაკეს, რომლის საფუძველზეც ბრაზილიური კლუბის მოთამაშეები ევროპაში კარიერის გასაგრძელებლად საქართველოში, კერძოდ კი ქობულეთის “შუქურაში” ჩამოვლენ. შეხვედრას გოჩა ალადაშვილიც დაესწრო, რომელსაც ბრაზილიურ ფეხბურთში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

შეხვედრის შემდეგ “შუქურას” პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ მცირე კომენტარიც გააკეთა.

“მსურს მადლობა გადავუხადო “კორიტიბას.” ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს. “შუქურას” მიზანი ევროტურნირზე თამაშია, რაშიც ბრაზილიურ კლუბთან ურთიერთობა დაგვეხმარება” – აღნიშნა “შუქურას” პრეზიდენტმა.

 

“შუქურაში” ლეგიონერები გამოჩნდნენ

როგორც ჩანს ქობულეთის “შუქურა” უმაღლესში გადმოსასვლელად სერიოზულად აპირებს ბრძოლას.

“გაგრადან” ჭკუასელის და კალანდაძის დამატების შემდეგ გუნდში ორი ახალგაზრდა რუსი ფეხბურთელი ჩაირიცხა.

საუბარია მარკ გოლოხინზე, რომელიც “ხიმკის” ღირსებას იცავდა და რუსტან ხუდიევზე, რომელიც მოლდოვურ “დაჩიაში” თამაშობდა.
ორივე ფეხბურთელი 18 წლისაა და მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება ჯერ არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ “შუქურას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბესიკ შეროზია დაინიშნა.

პირველი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ქობულეთის “შუქურა” A ჯგუფში მეორე ადგილზე და ფოთის “კოლხეთს” 2 ქულით ჩამორჩება.

ქობულეთის “შუქურას” ბესიკ შეროზია გაწვრთნის

საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე ქობულეთის “შუქურას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვალერიან ჩხარტიშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და მას ქართულ საფეხბურთო საზოგადოებაში კარგად ცნობილი ბესიკ შეროზია შეცვლის. ჩხარტიშვილი კი კლუბში სხვა პოსტზე გააგრძელებს მუშაობას.
შეროზია პირველ და უმაღლეს ლიგებში წვრთნიდა ისეთ კლუბებს როგორებიცაა: “ბაია”, ფოთის “კოლხეთი” და ხობის “კოლხეთი”

შეგახსენებთ, რომ პირველი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ქობულეთის “შუქურა” A ჯგუფში მეორე ადგილზე და ფოთის “კოლხეთს” 2 ქულით ჩამორჩება.