დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ანდრე გომეში “ვალენსიადან” “ბარსელონაში” გადავიდა. “ბლაგურნას” პორტუგალიელი ფეხბურთელი 35 მილიონი ევრო დაუჯდა.
გაირკვა, რომ შესაძლებელია, მომავალში კატალონიელებს კიდევ ნახსენები რაოდენობის თანხის გადახდა დასჭირდეთ “ღამურებისთვის”. თუ ანდრე გომეში დიდი რაოდენობით მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, გაიტანს ბევრ გოლს ან გააკეთებს საგოლე პასებს, მაშინ “ბარსელონას” მოუწევს კიდევ 20 მილიონი ევროს გადახდა. 20 მილიონით იმ შემთხვევაშიც გაისქელებს “ვალენსიას” ხელმძღვანელობა ჯიბეს, თუ “ბარსა” მომავალში “ჩემპიონთა ლიგის” მეოთხედფინალში გავა ან “ლა ლიგის” ოთხ საუკეთესო გუნდში მოხვდება.
რაც შეეხება დანარჩენ 15 მილიონს, ვალენსიური კლუბი იმ შემთხვევაში მიიღებს ამ თანხას, თუ შემდეგ სამ სეზონში კატალონიელები “ჩემპიონთა ლიგას” მოიგებენ ან იმ შემთხვევაში, თუ ანდრე გომეში ოქროს ბურთისთვის მებრძოლ საუკეთესო ათ ფეხბურთელში მოხვდება.