დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (23 ივლისი)

“სევილიას” გიორგი აბურჯანიას შეძენა სურს

დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ნახევამრცველი, გიორგი აბურჯანია “ხიმნასტიკს” მალე დატოვებს. ესპანური პორტალი l’esportiu de catalunya იტყობინება, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენა “სევილიას” სურს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბებს შორის მოლაპარაკებები მალე დასრულდება, ხოლო “ხიმნასტიკი” ტრანსფერით დიდ სარგებელს მიიღებს.

მოლაპარაკებები ზაფხულის ორ უდიდეს ტრანსფერზე წინ მიიწევს !

პოლ პოგბა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა “მანჩესტერ იუნაიტედს”, მას შემდეგ, რაც “ნაპოლიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ იგუაინი “იუვენტუსში” გადავიდოდა. არგენტინელი ფორვარდი წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს.

კაპუსტკა მაჰრეზის ნაცვლად?

რიად მაჰრეზს კვლავ აკავშირებენ “არსენალში” გადასვლასთან – დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მეთოფეთა” ხელმძღვანელობამ “მელიებთან” მისი გამოსასყიდი თანხა შეათანხმეს. საუბარია 50 მილიონ ევროზე.

ალჟირელი ფეხბურთელის ჩამნაცვლებლად კი პოლონელი ბარტოშ კაპუსტკა მოისაზრება. 19 წლის ფეხბურთელის გადაბირებისათვის, ინგლისის ჩემპიონებს სულ რაღაც 6.5 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

ddddddddddddddddddddddddddddd

იგუაინს ბაკა ჩაანაცვლებს?

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ნაპოლი” გონსალო იგუაინის “იუვენტუსისთვის” მიყიდვას აპირებს. ნეაპოლელებმა უკვე დაიწყეს არგენტინელი თავდამსხმელის შემცვლელის ძიება – Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ნაპოლიმ” უკვე გაუგზავნა ოფიციალური შეთავაზება “მილანის” ხელმძღვანელობას კარლოს ბაკას ტრანსფერთან დაკავშირებით.

“სანდერლენდი” დევიდ მოიესს ჩააბარეს

დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ “სანდერლენდში” ინგლისელი სემ ალარდაისის ადგილს დევიდ მოიესი დაიკავებს. აღნიშნულმა სპეციალისტმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, რომ “დიდმა სემმა” ინგლისის ნაკრები ჩაიბარა.

პეპი სტოუნზის მოყვანას და კომპანის გაშვებას აპირებს

The Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტისა” და “ევერტონის” მოლაპარაკებები, ჯონ სტოუნზის ტრანსფერის თაობაზე წარმატებით მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ პეპ გვარდიოლა ჯონ სტოუნზს გადაიბირებს, მაშინ კლუბის დატოვება გუნდის კაპიტანს, ვინსენ კომპანის მოუწევს.

რონალდუს კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

კრიშტიანუ რონალდუ ადასტურებს ინტერესს მადრიდის “რეალთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე: “ფლორენტინო პერეზს ტელეფონით უკვე ვესაუბრე, ხოლო როცა მადრიდში დავბრუნდები, ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ.”