ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ლესტერთან” შეხვედრა არ სურს.
“ერთადერთი გუნდი, რომელთან შეხვედრაც არ მსურს, “ლესტერია”. ისინი ძალიან მოტივირებულები არიან და იციან, როგორ უნდა მოუგონ უძლიერეს გუნდებს. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რათა მათთან დავმარცხდეთ”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Goal.Com.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა პარასკევს გაიმართება.