როგორი თხოვნით მიმართა ლუის სუარესმა ჯეიმი ვარდის პრე-სეზონის დროს?

ჯეიმი ვარდიმ პრესასთან საუბრისას გაამხილა, რომ “ბარსელონასა” და “ლესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლუის სუარესმა მას მაისური სთხოვა.

“ბარსელონას” ვეთამაშებოდით და ვიცოდი, რომ ყველა ფეხბურთელი ეცდებოდა მათთვის მაისურის გამორთმევას, ამიტომაცა არავისთვის არ მითხოვია მაისურის გაცვლა.

შესვენებიდან დაბრუნებულს კი ლუის სუარესი შემხვდა, რომელმაც მკითხა, ჩემი მაისურის მისთვის მიცემა თუ შემეძლო.” – განაცხადა ინგლისის ჩემპიონმა.

ინგლისის ლიგის თასი: “ჩელსიმ” “ლესტერს” დამატებით ტაიმებში მოუგო (ვიდეო)

გუშინ ინგლისის ლიგის თასის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში ერთმანეთს “ლესტერ სიტი” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. მე-17 და 34-ე წუთებზე ოკაზაკის დუბლით “მელიები” წინ გაიჭრნენ. პირველი ტაიმის მეორე დამატებით წუთზე კეჰილმა ერთი გოლი გაქვითა.

მეორე ნახევარში “არისტოკრატების” მხრიდან ასპილიკუეტამ ულამაზესი გოლი გაიატანა და ანგარიში გაათანაბრა. ძირითად დროში აღარაფერი საინტერესო მომხდარა.

მატჩის ბედი დამატებით ტაიმებში გადაწყდა. 92-ე და 94-ე წუთებზე ფაბრეგასმა დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს, ანგარიშით, 4-2 გაამარჯვებინა. “ჩელსი” ინგლისის ლიგის თასის მერვედფინალშია!

მოურინიო “ლესტერის” ერთ-ერთ ლიდერში 30 მილიონ ფუნტს იხდის

ჟოზე მოურინიომ გასულ ზაფხულს ტრანსფერებში 150 მილიონი ევრო დახარჯა. მან ნახევარდაცვა პოგბათი და მხითარიანით გააძლიერა, თუმცა ამ ტრანსფერებმა ჯერ ბოლომდე ვერ გაამართლა.

The Sun-ი იტყობინება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლესტერ სიტის” შუახაზელის, დენი დრინქუოთერის შეძენა უნდა. “წითელი ეშმაკები” “მელიების” ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელში 30 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

საგულისხმოა, რომ “ლესტერის” მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ ერთი ნახევარმცველი, ნ’გოლო კანტე უკვე გაუშვა “ჩელსიში”. ასე რომ, თუ დრინქუოთერიც “ლესტერს” დატოვებს, ინგლისის ჩემპიონების ნახევარდაცვა საგრძნობლად შესუსტდება.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ზამთარში.

პრემიერ ლიგა: მეხუთე ტურის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

პრემიერ ლიგის მეხუთე ტური ძალიან საინტერესო გამოდგა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო და მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა. ლიდერმა “მანჩესტერ სიტიმ” დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია და პირველი ადგილი შეინარჩუნდა. მას მხოლოდ ორი ქულით “ჩამორჩა” ევერტონი. ასევე, მოიგო “ლესტერმაც”.

სანახაობრივი ტურის შემდეგ, Goal.Com-მა სიმბოლური ნაკრები შემოგვთავაზა.

ჯერარდი მოზარდ ფეხბურთელს: “არ აირჩიო ეგ გუნდი!” (ვიდეო)

“ლივერპულის” ყოფილმა და “ლონ ანჯელეს გალაქსის” ამჟამინდელმა მოტამაშემ, სტივენ ჟერარდმა მონაწიელობა მიიღო სატელევიზიო გადაცემაში – ride-along – რომელშიც “გალაქსის” ღბლიანმა პატარაა ფანმა მას საინტერესო კითხვები დაუსვა.

ერთ-ერთი კითხვის დროს, მოზარდმა ფეხბურთელმა მას გაუმხილა, რომ “ლესტერ სიტიში” სურს თამაში. ჯერარდმა კი მას შემდეგი რამ უპასუხა: “ლესტერი”? რატომ? რას ფიქრობ “ლივერპულზე”? ან თუნდაც “რეალი” და “ბარსელონა”? არ აირჩიო “ლესტერი”, ისინი ცუდები არიან!” – უთხრა მის პატარა ფანს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა.

პრემიერ ლიგის მესამე ტურის ყველაზე ცუდი 11 მოთამაშე

პრემიერ ლიგის მესამე ტური გუშინ დასრულდა. Goal.Com-ი გვთავაზობს ამ ტურში გამართული შეხვედრების ყველაზე ცუდი 11 მოთამაშის სიას.

მეკარე: პიკფორდი.

მცველები: უორდი, აიალა, ამატი, ელ მოჰამადი.

ნახევარმცველები: მარნი, ტორე, ერიქსენი, მარეზი.

შემტევები:  მარსიალი, ლორენტე.

cats

რანიერი “ჰალთან” მარცხის შემდეგ: “ზოგჯერ გამარჯვების მოპოვება შეუძლებელია”

“ლესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ პრემიერ ლიგის გახსნითი მატჩის წაგების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“მათ უკეთ ითამაშეს. ვეცადეთ, მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. მიზნის მისაღწევად ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა ჩვენი მუშაობა ინდივიდუალური უფრო იყო ვიდრე გუნდური. მოგება გვინდოდა, თუმცა, ზოგჯერ ეს შეუძლებელია. შეცდომები დავუშვით, რომლებიც უნდა გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ.

ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს სეზონი უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე წინა. დღეს ნორმალური მატჩი ჩავატარეთ. შეიძლება, ფრე უფრო ასახავდა მატჩის შინაარს, თუმცა წავაგეთ. გასულ სეზონში ძალიან კარგად ვთამაშობდით და იგივეს გამეორება გვმართებს.”

“ლესტერმა” პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა!

დღეს პრემიერ ლიგა დაიწყო, რომელიც ძალიან დიდ ინტრიგებსა და დაძაბულ მატჩებს გვპირდება.

ნახსენები ტურნირის გახსნით მატჩში “ჰალ სიტი” და “ლესტერ სიტი” უპირისპირდებიან ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ გასული სათამაშო სეზონის ჩემპიონებმა ამ შეხვედრით რეკორდი დაამყარეს, რადგან აქამდე პრემიერ ლიგის ისტორიაში არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა წინა სათამაშო წლის ჩემპიონ კლუბს ახალი სეზონის გახსნით მატჩში მიეღოს მონაწილეობა.

აზარი: “ვცდილობთ, წარსული დავივიწყოთ და აწმყოთი ვიცხოვროთ”

დღეს პრემიერ ლიგა იწყება. პირველი ტურის შეხვედრაში, ლონდონის “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ვესთ ჰემს” დაუპირისპირდება. მილიონობით ადამიანი ელის იმას, თუ როგორ დაიწყებენ ლონდონელები ახალ სეზონს. “არისტოკრატებმა” გასული სათამაშო წელი საშინლად ჩაატარეს და მათგან ყველა გამოღვიძებასა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ელოდება.

“ჩელსის” მოთამაშემ, ედენ აზარმა, რომელიც წინა სეზონში ერთ-ერთი დიდი შავი ლაქა იყო გუნდის თამაშში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ყველას უნდა ისეთივე ფორმაში იყოს, როგორც ორი წლის წინ: მაშინ, როცა პრემიერ ლიგის ტიტული მოვიგეთ”

“გასული წელი კი საშინელება იყო. ვცდილობდით, გაგვეანალიზებინა, რისი ბრალია ასეთი ჩავრდნა, თუმცა ზუსტი პასუხი არცერთმა ვიცით. ალბათ, მაინც დაღლილობაა მთავარი მიზეზი.”

“ყველაფერი ცუდი დავიწყებას უნდა მიეცეს და ახალ სეზონზე ვიფიქროთ. ორშაბათს სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ ყველაფერს და შევცდებით, კიდევ ერთხელ აღვმართოთ პრემიერ ლიგის თასი.”

“მთავარი მიზანი, ინდივიდუალური თვალსაზრისით, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანაა. მინდა, ერთგვარი გარდაქმნა მოვახდინო საკუთარ თავში, რაც,საბოლოოდ, ჩემი თამაშის ხარისხზე აისახება. მწვრთნელი ბევრს გველაპარაკება ხოლმე მოთამაშეებს. კონტეს საუბრის მთავარი მიზანი ისაა, რომ თავდაჯერებულობა დაგვიბრუნოს.”

“რაც აქ მოვედი, პირველად ხდება, რომ ევროპის არცერთ ტურნირზე არ ვმონაწილეობთ. ეს ცოტა ცუდი აღსაქმელია, მაგრამ რას ვიზამთ?! ყველაფერთან შეგეუბა მოგვიწევს. დადებითი მხარე ისაა, რომ კვირაში, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოგვიწევს,” – განაცხადა ედენ აზარმა.

პრემიერ ლიგა: რომელმა გუნდმა რამდენი დახარჯა უსაფრთხოებისთვის გასულ სეზონში?

საინტერესო რიცხვებს გვთავაზობს BBC. გავლენიანი გამოცემა გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, გასულ სეზონში მოწინავე ინგლისურმა კლუბებმა რამდენი დახარჯეს იმისთვის, რომ მატჩების დროს უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოთ.

აღმოჩნდა, რომ ამ სიაში 944 195 ფუნტით “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს. “ქალაქელებმა” სწორედ ამდენი გადაუხადეს პოლიციას უკვე ჩატარებულ სეზონში. მეორე ადგილზე ამავე ქალაქის გუნდი, “მანჩესტერ იუნაიტედია”. უსაფრთხოებისთვის მათი დახარჯული თანხა 925 126 ფუნტს შეადგენს.

ძალიან დიდი დაშორებაა ზემოთ ნახსენებ ორ გრანდსა და ერთად აღებულ ხუთ გუნდს შორის: “არსენალი”, “ჩელსი”, “კრისტალ პალასი”, “ტოტენჰემი” და “ვესთ ჰემი”. ამ კლუბებმა ერთად 178 047 ფუნტი დახარჯეს ნახსენებ საქმეში.

აქვე გეტყვით, რომ 2015/2016 წლების სეზონში ე.წ. “C კატეგორიის” (ანუ რომლებზეც უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია) მატჩების რიცხვი სულ ექვსს შეადგენდა. ესენია: “ლივერპული” – “მანჩესტერი”, “ტოტენჰემი” – “არსენალი”, “ვესთ ჰემი” – “ტოტენჰემი”, “კრისტალ პალასი” – “ჩარლტონი” და “ლესტერი” – “ევერტონი”.

რანიერი: “ლესტერის” მიზანი კვლავ 40 ქულის დაგროვებაა”

კლაუდიო რანიერის თქმით, მას შემდეგ, რაც გუნდმა ბრიტანლი ჩემპიონატი მოიგო, მომავალი სეზონისთვის “ლესტერის” მიზანი არ შეცვლილა და ეს 40 ქულის დაგროვებაა, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ კლუბი პრემიერ ლიგაში დარჩება.

“ჩვენ ორმოც ქულას ვუმიზნებთ.” – განცხადა რანიერიმ მედიის წარმომადგენლებს, მას შემდეგ, რაც მისი გუნდი ინგლისის სუპერთასის მატჩში, “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდა (2-1).

“არ დამცინოთ! მე იგივე ფილოსოფიით ვიწყებ ბრძოლას, იგივე თავდამბლობით, სულ ესაა. ის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, მართლაც რომ ფანტასტიკურია, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანი 40 ქულის მოპოვებაა. შემდეგ, კი ამ საკითხს კვლავ განვიხილავთ.”

რანიერის არც “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” მილოცვა დავიწყებია: “ვულოცავ მთლიანად “მანჩესტერ იუნაიტედს” და ამასთანავე ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებსაც, რომლებმაც დიდებული მატჩი ჩაატარეს.

მეორე ნახევარში კარგად ვთამაშობდით. ვფიქრობ, ამ მატჩისაგან მინიმუმ პენალტების სერიას ვიმსახურებდით.”

“პსჟ”-მ “ლესტერი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს დილით ადრე, “ჩემპიონთა საერთაშორისო თასის” მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “პსჟ” ინგლისის მოქმედ ჩემპიონს, “ლესტერ სიტის” დაუპირისპირდა.

მთელმა თამაშმა პარიზელთა უპირატესობით ჩაიარა. 26-ე წუთზე ანგარიში ედინსონ კავანიმ გახსნა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. პირველი ნახევრის მიწურულს, 45-ე წუთზე იკონემ მუნიეს პასით ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ტაიმში რანიერის გუნდს კიდევ ორი გოლი გაუტანეს. 64-ე წუთზე ლუკას მოურამ მაქსველის პასით, ხოლო 90-ე წუთზე ედუარდმა კალეგარის პასით გაიტანეს და საბოლოოდ თავიანთ კლუბს 4:0 გაამარჯვებინეს.