ფილიპე კოუტინიოს ბარძაყის ტრავმა აქვს. ის, ჯერჯერობით, ახალ გუნდში, “ბარსელონაში” სადებიუტო მატჩის ჩატარებას ვერ ახერხებს. თუმცა, ბრაზილიელმა გუშინ პირველად ივარჯიშა სრული დატვირთვით. მან საწვრთნელ პროცესში თანაგუნდელებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
გეტყვით, რომ 25 წლის მოთამაშეს რვა იანვარს უწინასწარმეტყვლეს, რომ ოც დღეში დაურბუნდებოდა მოედანს. შესაბამისად, ის დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეოცე ტურის მატჩში, “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. თუმცა, შესაძლოა მან მონაწილეობა მიიღოს ხუთშაბათს კოპა დელ რეის დაპირისპირებაში, “ესპანიოლის” წინააღმდეგ.
რაც შეეხებათ სხვა ტრავმირებულებს, მათი სია ასეთია: ანდრეს ინიესტა, ხავიერ მასკერანო, უსმან დემბელე.