დღეს დილით ადრე, “ჩემპიონთა საერთაშორისო თასის” მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “პსჟ” ინგლისის მოქმედ ჩემპიონს, “ლესტერ სიტის” დაუპირისპირდა.
მთელმა თამაშმა პარიზელთა უპირატესობით ჩაიარა. 26-ე წუთზე ანგარიში ედინსონ კავანიმ გახსნა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. პირველი ნახევრის მიწურულს, 45-ე წუთზე იკონემ მუნიეს პასით ორამდე გაზარდა სხვაობა.
მეორე ტაიმში რანიერის გუნდს კიდევ ორი გოლი გაუტანეს. 64-ე წუთზე ლუკას მოურამ მაქსველის პასით, ხოლო 90-ე წუთზე ედუარდმა კალეგარის პასით გაიტანეს და საბოლოოდ თავიანთ კლუბს 4:0 გაამარჯვებინეს.