ნეაპოლელებმა ახლახან დაადასტურეს, რომ არკადიუშ მილიკი ამიერიდან “ნაპოლის” ღირსებას დაიცავს.
მას შემდეგ, რაც ნეაპოლელთა რიგები გონსალო იგუაინმა დატოვა, იტალიელები აქტიურად ცდილობდნენ მისი ჩამნაცვლებლის პოვნას. შედეგად, ლაურენტისმა პოლონელი შემტევი დაიმატა, რომლის სანაცვლოდაც კლუბმა 32 მილიონი ევრო გადაიხადა.
მილიკს გერმანიაშიც აქვს ნათამაშები, ის “ბაიერ ლევერკუზენისა” და “აუგსბურგის” ღირსებას იცავდა მანამ, სანამ “აიაქსს” შეუერთდებოდა (2014 წელს).
მილიკი, რომელმაც 32 გოლის გატანა მოახერხა ერედივიზიონის 52 მატჩში, “ნაპოლის” რიგით მესამე შენაძენი გახდა. აქამდე, იტალიელებმა ლორენცო ტონელი და ემანუელე ჯაკერინი გადაიბირეს.