დღეს თბილისური და ზაგრებული “დინამოების” შეხვედრის შემდეგ, გულშემატკივერების ერთ-ერთ დაჯგუფებასა და ქართუული კლუბის ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
Fanebi.Com-თან ნახსენები ფაქტის მიზეზზე ისაუბრა ვახო ჭანტურიშვილმა.
“გაუგებრობა მოხდა… მოკლედ, ზაგრებში რამდენიმე ფანი ჩამოვიდა ჩვენს საგულშემატკივროდ. ისინი თამაშის დროს ტრიბუნებზე ვერ შევამჩნიეთ. მატჩი რომ დამთავრდა, ფეხბურთელები ჩავიდნენ გასახდელში, მე ბოლოს გამოვედი, ეს რამდენიმე გულშემატკივარი მხოლოდ მე შევნიშნე და მათ ტაში დავუკარი, მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის. ისინი დღეს იმას აპელირებდნენ, სხვა ფეხბურთელებმა – მთლიანმა გუნდმა რატომ არ გვითხრა მადლობა ზაგრებშიო. მიზეზი მარტივია – კლუბის წევრთა უმრავლესობამ სიმცირის გამო ისინი ვერ შეამჩნია,” – განაცხადა ჭანტურიშვილმა.