მატჩის შემდეგ, თბილისის “დინამოს” მოთამაშემ, ლადო დვალიშვილმა Fanebi.Com-თან ისაუბრა.
“ალბათ, შეხვედრა ყველაზე რთული სცენარით განვითარდა. ჩვენ მოსაგებად გავედით მოედანზე, თუმცა ფსიქოლოგიურად დიდი დარტყმა მივიღეთ. უკვე, შეხვედრის მეცხრე წუთისთვის 4 გოლი გვქონდა გასატანი. გოლის გატანის შემდეგ ზაგრების გუნდი დაცვიდან გვეთამაშა. მოკლედ, ისე ქნეს, როგორც საჭირო იყო.”
“სწორედ ასე უნდა იასპარეზო სტუმრად, მით უმეტეს, მაშინ, როცა საკუთარ მოედანზე სოლიდური სხვაობით გაქვს მოგებული. მათ ეს კარგად იციან. ზაგრებული კლუბი ამ მხრივ გამოცდილია,” – განაცხადა დვალიშვილმა.