დღეს გამთენიისას “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” გაიმართა მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირება.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში მადრიდელები მცირე უპირატესობას დაუფლნენ, რამაც შედეგი გამოიღო – მატჩის 79-ე წუთზე “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანილომ გერმანელების კარის აღება მოახერხა.
ნახსენები გოლი იყო ერთადერთი, რომელიც თამაშში გავიდა. საბოლოოდ, ესპანურმა კლუბმა “რეკორდმაისტერზე” ანგარიშით 1:0 იმარჯვა.