გნაბრი: “პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ”

სერჟ გნაბრიმ კარიერა 2012 წელს ლონდონის “არსენალში” დაიწყო. გერმანელმა ბოლო მომენტში გამოანათა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ვერ მოიკიდა ფეხი არსენ ვენგერის პირველ გუნდში და სამშობლოში დაბრუნდა.  როგორც იცით, იგი ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავს. მან აღნიშნული გუნდის მაისურით, ბუნდესლიგის 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

21 წლის მოთამაშეს ჰკითხეს, მომავალ ზაფხულს აპირებს თუ არა გუნდის დატოვებას.

“ახლა არ ვფიქრობ ჩემს მომავალზე. ამ წლების მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის ვისწავლე, რომ სეზონის მიმდინარეობისას, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ მატჩზე უნდა მოახდინო კონცენტრაცია. მეც ასე ვარ. ამ მომენტში “ვერდერის” ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდში წარმატებული ასპარეზობა მსურს.”

“ჩემი მომავალიც ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებ ამ სეზონში. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ ზაფხულს პრემიერ ლიგაში დავბრუნდე,” – განაცხადა ახალგაზრდა სპორტსმენმა.

მესი: “ბარსელონას” შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში მსურს თამაში”

საინტერესო განცხადებას აკეთებს მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი… მან ის გუნდი დაასახელა, რომელში თამაშიც კატალონიური გრანდიდან წასვლის შემდეგ სურს.

“ბარსელონამ” ძალიან ბევრი რამ მომცა. თუმცა, ქედან რომ წავალ, მინდა, მშობლიურ გუნდში, “ნიუელს ოლდ ბოიზში” დავბრუნდე და ჩემი ქალაქის გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.”

“ბავშვობაში ძალიან მინდოდა, “ნიუელსში” მეთამაშა. ჩემი ცხოვრება სხვა გზით წავიდა და ეს კლუბი 13 წლისამ დავტოვე. მაგრამ იქ აუცილებლად დავბრუნდები,” – განაცხადა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

“ევერტონს” გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სურს!

ინგლისური კლუბის სამიზნე გერმანიის ნაკრების მოთამაშეა…

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ევერტონს” იულიან დრაქსლერის შეძენა უნდა. მიუხედავად იმისა, “ვოლფსბურგმა” ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვა, მერსესაიდული კლუბის მესვეურებმა იულიანის შესაძენად 63 მილიონი ფუნტი გამოყვეს. ეს ძალიან მაცდური შემოთავაზებაა. ვნახოთ, როოგორ განვითარდება მოვლენები.

აქვე გეტყვით, რომ 22 წლის ფეხბურთელი გასულ ზაფხულზე გადავიდა “ვოლფსბურგში”. მან 21 თამაშში 5 გოლი გაიტანა.