ადრიანო – გზა იმპერატორობიდან ჯურღმულში ცხოვრებამდე

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ადრიანო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლებოდა. ის მარცხენა ფეხით უძლიერესად ურტყამდა, გოლეადორობის ალღომ კი უდიდეს ფორვარდად ჩამოაყალიბა. თუმცა, მის განვითარებას ხელს პირადი პრობლემები უშლიდა.

ალკოჰოლიზმმა, წონის პრობლემებმა და მამამისის გარდაცვალებამ (44 წლის ასაკში) სერია ა-ს 4-გზის გამარჯვებულის ცხოვრება ძირეულად შეცვალა.

ბოლოს მასზე ის გავიგეთ, რომ ადრიანომ “მაიამისთან” გააფორმა კონტრაქტი, რომელიც აშშ-ს მეორე ლიგაში ასპარეზობს. 2016 წლის იანვარში გაფორმებული კონტრაქტის მიუხედავად, მისი დებიუტი ამერიკულ კლუბში ჯერაც არ შემდგარა.

ახლა კი ვიგებთ, რომ ის ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რაიონში, ფაველებში ცხოვრობს.

ადრიანოზე საუბრისას, მისმა ექს-პარტნიორმა ჟოანა მაჩადომ განაცხადა: ” მას ყველაფერი ჰქონდა, რათა ბედნიერი ყოფილიყო – ფული, მშვენიერი ოჯახი, მაგრამ ის თავს ნორმალურად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც ფაველებშია.

მას უყვარს ფაველებში ფეხშიშველა სიარული და ბავშვებთან ერთად ფრანებით თამაში. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ის L’Imperatore (“იმპერატორი”) აღარ არის.”