მატიე: “საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობის მოტივაცია აღარ მაქვს”

გუშინ “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ჟერემი მატიემ ოფიციალურად განაცხადა მისი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ. მან ეროვნულ გუნდში მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა. მიუხედავად ამისა, მან უკვე მიიღო ნახსენები გადაწყვეტილება და მთავარ მწვრთნელს, დეშამსაც აცნობა ამის შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით მატიემ კომენტარი გააკეთა.

“საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობის მოტივაცია აღარ მაქვს. ამის შესახებ დეშამს ვაცნობე და მანაც ჩვეულებრივად მიიღო ეს ამბავი.”

“გეტყვით, რომ როცა ვნახე იმ ფეხბურთელების სია, რომლებიც მთავარმა მწვრთნელმა გამოიძახა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის, გადავწყვიტე, რომ ეროვნული გუნდი დამეტოვებინა. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ნაკრებთან, არაფერზე ვარ ნაწყენი, უბრალოდ დრო მოვიდა,” – განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.

ინგლისის ეროვნული გუნდის მოთამაშემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

რამდენიმე საათის წინ, ინგლისის ნაკრების უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმს მილნერმა ოფიციალურად განაცხადა ეროვნული გუნდიდან წასვლის შესახებ.

“ამ გადაწყვეტილების მიღება ურთულესი იყო.  ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი, როგორც ჩემთვის, ასევე, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისთვისაც. მინდა, სემსა (ელარდაისი. ავტ.) და ბიჭებს წარმატებები ვუსურვო,” – განაცხადა 30 წლის ბრიტანელმა.

აქვე გეტყვით, რომ მილნერის დებიუტი ინგლისის ნაკრებში 2009 წელს შედგა. მან 61 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იგი ევროპისა და მსოფლიოს 2-2 ჩემპიონატზე იმყოფებოდა. თუმცა, 2016 წელს საფრანგეთში მხოლოდ 3 წუთით იასპარეზა.

მილნერმა პირველი და ერთადერთი გოლი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მოლდოვის წინააღმდეგ 2014 წლის “მუნდიალის” საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიტანა.