სუპერ თასის მოგების შემდეგ, მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, რომელმაც დღეს გუნდი წაგებას გადაარჩინა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ეს დაუვიწყარი შეხვედრა იყო. როდესაც ოცნებობ, რომ რამეს მიაღწიო, შენ ყველაფერს აკეთებ და ბოლო წამამდე ბრძოლობ მიზნის მისაღწევად. სწორედ ასეთ მომეტებში ჩნდება, თუ რა ძალა აქვს კოლექტივს… ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერები ვართ.”
“ტიტულის მოგება ყოველთვის დაუვიწყარია. რაც შეეხება მატჩს, თამაშში იყო რთული ფაზები, რომლებიდანაც, საბოლოოდ, თავის დაძვრენა შევძელით და გავიმარჯვეთ კიდეც. მუშაობა უნდა განვაგრძოთ და მალე შევიდეთ საუკეთესო ფორმაში,” – განაცხადა “ბლანკოსის” კაპიტანმა.