დღეს სუპერთასის ფინალური დაპირსპირება შედგა მადრიდის “რეალსა” და ანდალუსიის “სევილიას” შორის. საგულისხმოა, რომ ეს მატჩი რიგით მეოთხე იყო, რომელიც სუპერთასზე გაიმართა და რომელშიც ესპანური გუნდები გაეჯიბრნენ ერთმანეთს.
აქვე გეტყვით, რომ პირველი ესპანური ჯახი ნახსენებ ტურნირზე 2006 წელს იყო. მაშინ “სევილიამ” “ბარსელონა” 3-0 გაანადგურა. 2014 წელს ანდალუსიელებს “რეალმა” მოუგო 2-0. ხოლო, შარშან თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული დაპირისპირება “ბლაგურნასა” და “სევილიას” შორის 5-4 დასრულდა.