„მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, ტურინის „იუვენტუსი“ მზად არის, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალურ ნახევარმცველ არტურო ვიდალს შეელიოს.
ფეხბურთელის პოტენციურ მყიდველს 50 მილიონი ევროს გაღება მოუწევს. მთავარ პრეტენდენტად „ბარსელონა“ სახელდება, რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის, მოლაპარაკება დაიწყოს. თუმცა, ვიდალის დასახელებულმა სატრანსფერო ღირებულებამ შესაძლოა, კატალონიელებს ფეხბურთელის შეძენაზე უარი ათქმევინოს.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ვიდალმა 26 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასიც მიითვალა.