“ბარსელონამ” “ატლეტიკი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “კამპ ნოუზე” “ბარსელონამ” “ატლეტიკი” მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მე-18 წუთზე პაკო ალკასერმა გახსნა ანგარიში. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე ალეიშ ვიდალმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კატალონიელები ამ გამარჯვებით მეორე ადგილზე არიან, 45 ქულა აქვთ და, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ქულით ჩამორჩებიან მადრიდის “რეალს”, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება ბილბაოს კლუბს, ბასკები 32 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

 

 

ალკასერი: “რეალთან” თამაშზე უფრო რთული “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებაა”

კატალონიური “ბარსელონას” ფორვარდი, პაკო ალკასერი თვლის, რომ მადრიდის “ატლეტიკო” “ბარსელონასთვის” უფრო რთული მეტოქეა, ვიდრე მადრიდის “რეალი”.

“მათთან (“ატლეტიკო” და “რეალი”) განსხვავებული ტიპის თამაშების ჩატარება გვიწევს. ბოლო დროს “ატლეტიკო” კარგად თამაშობს, ამიტომაც მათი დამარცხება უფრო რთულია.

ფაქტია, რომ სიმეონეს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, ის ყოველთვის მოგებაზე ფიქრობს.” – განაცხადა ალკასერმა.

როგორც იცით, “ვალენსიას” ექს-ფორვარდს “ბარსელონას” მაისურით გოლების გატანა უჭირს, თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ სადებიუტო გოლს ძალიან მალე გაიტანს:”ყოველთვის რთულია ადაპტაციის პროცესის გავლა. პირველი გოლის გატანა ყველას უნდა.

გოლის გატანა ყველა თავდამსხმელის სურვილია. ვთვლი, რომ თუ გოლები ვერ გაგაქვს, არ უნდა გაცხარდე და სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო. მჯერა, რომ გოლები აუცილებლად მოვლენ.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (14 აგვისტო)

კონტე ტრანსფერებზე 140 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს

ინგლისურ პრესაში ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აბრამოვიჩმა ანტონიო კონტეს სატრანსფერო ბაზარზე დასახარჯად 140 მილიონი ფუნტი გამოუყო. Sunday Express-ის ცნობით, კონტე 50 მილიონის კალიდუ კულიბალის ტრანსფერში დახარჯვას აპირებს, 75 მილიონის – ლუკაკუსაში.

ჯო ჰარტს კლაუდიო ბრავო ჩაანაცვლებს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ახალი თავკაცი, პეპ გვარდიოლა გუნდიდან ჯო ჰარტის მოკვეთას აპირებს. კატალონიური გამოცემები ირწმუნებიან, რომ “ბარსელონას” ყოფილ თავკაცს თავის გუნდში ჩილელი კლაუდიო ბრავოს მიყვანა სურს.

“ალკასერის გაყიდვას არ ვაპირებთ”

კატალონიურმა “ბარსელონამ” ესპანური “ვალენსიას” კაპიტანის, პაკო ალკასერის ტრანსფერის თაობაზე უარი მიიღო. “მაქსიმალურად ვცდილობთ გუნდის გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში უკეთესები ვიქნებით. პაკოს გაყიდვას არ ვაპირებთ.” – განაცხადა “ღამურების” პრეზიდენტმა.

Untitled-3-Recovered

“მილანი” მანგალას უახლოვდება

“მანჩესტერ სიტის” მცველის, ელიკიმ მანგალასთვის ბრძოლაში ესპანურ “ვალენსიას” იტალიური “მილანიც” შეუერთდა. The Daily Star-ის ცნობით, “როსონერის” ხელმძღვანელები მზად არიან 25 წლის მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადონ.

კუმანის ყურადღება სერია ა-ს ვარსკვლავმა მიიპყრო

Sky Sport Italia გვამცნობს, რომ “ევერტონის” ხელმძღვანელებმა “ფიორენტინას” 25 მილიონიანი წინადადება გაუგზავნეს ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერის თაობაზე. თუმცა, “იები” ცდილობენ, რომ კალინიჩის სანაცვლოდ უფრო მეტი თანხა მიიღონ – საქმე 35 მილიონ ევროს ეხება.