პრემიერ ლიგა: ჟოზემ სადებიუტო მატჩში “ბორნმუთი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 2016/17 წლების სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედმაც”. “წითელი ეშმაკები” გასვლაზე “ბორნმუთს” დაუპირისპირდნენ.

მართალია, მატჩის პირველი ნახევარი “მანჩესტერმა” ისე ვერ ჩაატარა, როგორც ჟოზეს უნდოდა, თუმცა, პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდმა ანგარიშის გახსნა მაინც მოახერხა – თავი ესპანელმა ხუან მატამ გამოიჩინა.

მეორე ნახევარში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. მატჩის 59-ე წუთზე უეინ რუნიმ ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა, ხუთიოდე წუთში კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც გამოიჩინა თავი. 69-ე წუთზე “ალუბლების” სმიტმა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ედის გუნდმა ქამ-ბექი ვერ შემოგვთავაზე.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი “მანჩესტერელთა” ახალწვეული, ერიკ ბაილი დასახელდა.


81

“ბორნმუთი”: ბორუცი; ფრენსისი, სტივ კუკი, დენიელსი, ადამ სმიტი; აიბი, არტერი, სურმანი, ლიუის კუკი; კინგი, კალუმ უილსონი

მთავარი მწვრთნელი: ედი ჰაუ

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, ბაილი, ბლინდი, შოუ; ფელაინი, ანდერ ერერა; რუნი, მატა, მარსიალი; იბრაჰიმოვიჩი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო