ტომას ტუჰელი: “ობამეიანგი გვჭირდება, მის გარეშე წარმატებებს ვერ მივაღწევთ”

დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰელმა რომელმაც ამ კვირაში ობამეიანგი დასაჯა და “სპორტინგთან” მატჩში არ ათამაშა, განაცხადა რომ პიერ-ემერიკს ობამეიანგი გუნდში შეუცვლელ როლს ასრულებს და მის გარეშე გუნდს წარმატების მიღწევა გაუჭირდება.

“ჰამბურგის” საშინაო არენაზე დამარცხების (5-2) შემდეგ, სადაც 4 გოლი სწორედ გაბონელმა ფორვარდმა გაიტანა, ტუჰელმა განაცხადა: “ოთხი გოლი მართლაც რომ წარმოუდგენელი რამ არის, უმაღლესი დონის პერფრომანსი იყო.

ყველასათვის ნათელია, რომ ობამეიანგის გარეშე წარმატებების მიღწევა ჩვენთვის შეუძლებელია.” – დაამატა გერმანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ “ბორუსია” 10 ტურის შემდეგ გერმანული ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს 18 ქულით. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი კი უკვე გადალახა ტუჰელის გუნდმა.

გერმანიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი, ჟერომ ბოატენგი 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 27 წლის ფეხბურთელმა 163 ხმა დააგროვა და ამ შედეგით ყველას აჯობა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გერმანიაში ჟურნალისტები ირჩევენ. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 674-მა ჟურნალისტმა მიიღო. ხმების უმრავლესობით მეორე ადგილზე ტომას მიულერი გავიდა (95 ხმა), რობერტ ლევანდოვსკი კი მესამეზე აღმოჩნდა (90 ხმა).

ჟერომ ბოატენგი პირველი მცველი გახდა 1997 წლის შემდეგ, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. 1997-ში ეს სტატუსი იურგენ კოლერმა მოიპოვა.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი კი დირკ შუსტერს (256 ხმა) ხვდა წილად, რომელიც გასულ სეზონში გერმანულ “დარმშტადტს” წვრთნიდა. მეორეზე ტომას ტუჰელი გავიდა 134 ხმით, მესამეზე – გვარდიოლა (54 ხმა).