ესპანეთის სუპერთასი: “ბარსელონამ” “სევილიას” პირველი მატჩი მოუგო (ვიდეო)

გუშინ ესპანეთის სუპერთასის მატჩი გაიმართა. “სანჩეს პიზხუანზე” ანდალუსიის “სევილია” კატალონიურ “ბარსელონას” დაუპირისპირდა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. მეორე ნახევრის დაწყებიდან 9 წუთში ლუის სუარესმა ანგარიში გახსნა და სტუმრად მოთამაშე გუნდი წინ გაიყვანა.

ზემოთ ნახსენების შემდეგ “სევილია” უფრო გააქტიურდა, თუმცა მასპინძლებს არაფერი გამოსდიოდათ. საბოლოოდ, ისევ “ბარსამ” გაიტანა – 81-ე წუთზე მუნირმა შეძლო სერხიო რიკოს კარის აღება და მატჩის საბოლოო ანგარიში – 0:2 – დააფიქსირა.

ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა თბილისის დროით 18 აგვისტოს, 01:00 საათზე “კამპ ნოუზე” გაიმართება.