ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ უნაიტედის” ცენტრალურმა მცველმა, კრის სმოლინგმა საოცნებო თერთმეტეული შეადგინა.
სმოლინგს არაერთ მსოფლიო დონის ფეხბურთელთან ერთად უთამაშია, ამიტომაც მან “წითელი ეშმაკების” საოცნებო გუნდი შეადგინა. ინგლისელმა არჩევანი 4-3-3 ტაქტიკაზე შეაჩერა, სადაც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები შეიყვანა.
მეკარე: დე ხეა;
მცველები: ვალენსია, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა;
ნახევარმცველები: პოგბა, კერიკი, სქოულზი;
თავდამსხმელები: გიგზი, რუნი, რეშფორდი.