ფრანგული პრესა: “კანკავა “მალაგასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ “დნიპრო” 2015 წლის ზაფხულში დატოვა და ფრანგულ “რეიმსში” გადავიდა. ეს გუნდი სეზონის ბოლოს უსახური ასპარეზობის გამო “ლიგა 2”-ში გადავიდა. ჯაბას გუნდის დატოვება სურს, რადგან საფრანგეთის ქვედა ლიგაში თამაში მას ხელს არ აძლევს.

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Foot-sur7 იტყობინება, ქართველი ესპანური “მალაგას” ინტერესთა სფეროში მოექცა. პირენეელები “რეიმსის” მესვეურებს დაუკავშირდნენ და ჯაბას ტრანსფერის თაობაზე ისაუბრეს. თუმცა, ჯერ არაფერია გარკვეული.

აღსანიშნავია, რომ თურქული “ტრაბზონფორიც” ინტერესდება ქართველი მოთამაშით. აქვე გეტყვით, რომ კანკავას 2019 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი მის ახლანდელ გუნდთან.