კარვახალი: “განვითარებისთვის არავისთან კონკურენცია არ მჭირდება”

დანიელ კარვახალი რამდენიმე სეზონია, რაც “რეალის” ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა. მისი კონკურენტები – ალვარო არბელოა და დანილო იყვნენ, თუმცა კლუბი ორივემ დატოვა. ამჟამად, ესპანელს მეტოქეობას 18 წლის ფეხბურთელი, აჩრაფ ჰაკიმი უწევს. მოროკოელი სპორტსმენი “ბლანკოსის” აღზრდილია და გასულ ზაფხულში დაწინაურდა მთავარ გუნდში.

კარვახალმა ჟურნალისტებთან საკუთარ თავსა და თავის კონკურენტებზე ისაუბრა.

“აჩრაფი ფანტასტიკური ბიჭია. ის ბევრ რამეს სწრაფად ითვისებს და ამ სეზონში აქვს შესაძებლობა, რომ განვითარდეს. პირადად მე, არ მჭირდება სხვა მარჯვენა მცველი იმისთვის, რომ, როგორც ფეხბურთელი, გავიზარდო. ჩემი თავის კონკურენტი ისევ მე ვარ. მსურს, მაღალ დონეს მივაღწიო და გუნდს კიდევ უფრო დავეხმარო,” – აცხადებს დანი.

“რეალს” ტრავმის გამო მარსელოც გამოაკლდა

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “რეალ ბეტისი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ დაპირისპრიებაში ტრავმა მიიღო “ბლანკოსის” მარცხენა მცველმა, მარსელომ. მას დაზიანება ფეხის კუნთზე აქვს. ამის გამო ბრაზილიელს 72-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია. იგი ლუკას ვასკესმა ჩაანაცვლა.

ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს მარსელოს უქმობა. მას გამოკვლევა დღეს უნდა ჩაუტარდეს.

ასევე, ტრავმირებულია თეო ერნანდესი. მას მხრის ტრავმა აქვს, რის გამოც ორი კვირა ვერ დაეხმარება გუნდს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ შაბათს გასამართ შეხვედრაში, სადაც “რეალი” “ალავესს” დაუპირისპირდება, დიდი ალბათობით, მარცხენა ფლანგს ნაჩო ფერნანდესი ჩაიბარებს.

მოდრიჩი: “რეალიდან” წასვლა?”

მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მოდრიჩია. ხორვატი სპორტსმენი 2012 წელს მოვიდა კლუბში და მას შემდეგ გუნდის მთავარ დირიჟორად იქცა. მან “ბლანკოსთან” ერთად 7 ტიტული მოიგო. მათ შორისაა ჩემპიონთა ლიგის ორი თასი!

ლუკას ხორვატმა ჟურნალისტებმა მადრიდიდან წასვლაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც მან შემდეგნაირად უპასუხა: “რეალის” გარდა არცერთ კლუბზე არ ვფიქრობ. ჩემს ხალხს ვეტყვი, რომ რამდენიმე გუნდისგან სულ მაქვს შემოთავაზება, მაგრამ ამ წინადადებებს არც კი განვიხილავ! “ბლანკოსი” ჩემი ცხოვრებაა!”

“აქ იქამდე დავრჩები, სანამ კლუბს დავჭირდები,” – განაცხადა ხორვატმა ნახევარმცველმა.

აქვე გეტყვით, რომ 30 წლის მოთამაშეს 2018 წელს ეწურება კონტრაქტი.