„მინესოტამ“ ანდრე მილერი გარიცხა

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ ხელმძღვანელობამ უკანახაზელ ანდრე მილერის გაშვება გადაწყვიტა. აქედან გამომდიანრე, გუნდის შემადგენლობაში 14 კალათბურთელი დარჩა.

მილერისთვის მიმდინარე სეზონი ლიგაში მე-17 გამოდგა. „ტიმბერვუვლზთან“ 26 მატჩში მისი საშალო მაჩვენებელი 3,4 ქულა და 2,2 პასი იყო. რაც შეეხება მილერის კარიერულ მაჩვენებელს, ის შემდეგია: 12,6 ქულა და 6,6 ასისტი.

მილერი „მინესოტასთან“ ერთწლიანს გააფორმებს

ანდრე მილერი „მინესოტა ტიმბერვულვზის“ ხელმძღვანელობას ერთწლიანი კონტრაქტის შესახებ შეუთანხმდა. როგორც „Associated Press“-ი მოთამაშის აგენტ ენდი მილერზე დაყრდნობით იტყობინება, მხარეებმა შეთანხმება სავეტერანო მინიუმის მიხედვით გააფორმეს. აქედან გამომდინარე, 2015/16 წლების სეზონში მილერის ხელფასი 1 499 187 დოალრს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2014/15 წლების სეზონი კალათბურთელმა „საკრამენტო კინგზის“ შემადგენლობაში დაასრულა. 39 წლის კალათბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 5,7 ქულა, 4,7 გადაცემა, 2,5 მოხსნა და 0,6 ჩაჭრა შეადგინა.

„ნიქსი“ ანდრე მილერის დამატებას ცდილობს

მას შემდეგ, რაც „ნიუ-იორკ ნიქსის“ ხელმძღვანელობამ „ტორონტო რეპტორსიდან“ კაილ ლოური ვერ გადაიბირა, კლუბმა ყურადღება „დენვერ ნაგეტსის“ უკანახაზელზე ანდრე მილერზე გადაიტანა. ამის შესახებ SBNation-ი იტყობინება.

სამ იანვარს „ნაგეტსის“ მენეჯერებმა მილერს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესეს, რადგან, მათი აზრით, თავისი ქცევით მოთამაშე გუნდზე ცუდად მოქმედებდა. ამის შედეგად, ვეტერანმა „მემფის გრიზლისთან“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მატჩი გამოტოვა, თუმცა კოლორადოს შტატის ერთ-ერთი გუნდის მფლობელები მის გაშვებას მაინც აპირებენ., რაც მილერის ნიუ-იორკში გადასვლის ალბათობას ზრდის.

შეგახსენებთ, რომ დენვერში მილერი 2011 წლელს დაბრუნდა. აქამდე „ნაგეტსში“ იგი ასევე 2003-2006 წლებში გამოდიოდა. სხვადასხვა წლებში ანდრე  „კლივლენდ კავალიერსის“, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“, „ფილადელფია სიქსერსისა“ და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ ღირსებას იცავდა.

ალექსანდრე მატევოსოვი