ინგლისის ნაკრები: ტრავმირებული ფორსტერი ალექს მაკკარტიმ ჩაანაცვლა

ფრეიზერ ფორსტერი, რომელიც ტომ ჰიტონთან და ჯო ჰარტთან ერთად იყო სემ ალარდაისის მიერ გამოძახებული მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გასამართი მატჩის სათამაშოდ, ალექს მაკკარტიმ ჩაანაცვლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “საუთჰემპტონის” 28 წლის მეკარემ ტრავმა ვარჯიშისას მიიღო. სამედიცინო შემოწმებამ კი აჩვენა, რომ ის სლოვაკეთთან თამაშს ვერ შეძლებდა. ამიტომაც, ფორსტერი უკან, საუთჰემპტონში დაბრუნდა.

რაც შეეხება ალექს მაკკარტის, რომელიც ამჟამად “საუთჰემპტონის” რიგებში ირიცხება, ის მეორედ იქნა გამოძახებული ნაკრებში სათამაშოდ.პირველად ის 2013 წელს, ირლანდიისა და ბრაზილიის ნაკრებთან სათამაშოდ გამოიძახეს.