„ნიქსი“ ანდრე მილერის დამატებას ცდილობს

მას შემდეგ, რაც „ნიუ-იორკ ნიქსის“ ხელმძღვანელობამ „ტორონტო რეპტორსიდან“ კაილ ლოური ვერ გადაიბირა, კლუბმა ყურადღება „დენვერ ნაგეტსის“ უკანახაზელზე ანდრე მილერზე გადაიტანა. ამის შესახებ SBNation-ი იტყობინება.

სამ იანვარს „ნაგეტსის“ მენეჯერებმა მილერს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესეს, რადგან, მათი აზრით, თავისი ქცევით მოთამაშე გუნდზე ცუდად მოქმედებდა. ამის შედეგად, ვეტერანმა „მემფის გრიზლისთან“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მატჩი გამოტოვა, თუმცა კოლორადოს შტატის ერთ-ერთი გუნდის მფლობელები მის გაშვებას მაინც აპირებენ., რაც მილერის ნიუ-იორკში გადასვლის ალბათობას ზრდის.

შეგახსენებთ, რომ დენვერში მილერი 2011 წლელს დაბრუნდა. აქამდე „ნაგეტსში“ იგი ასევე 2003-2006 წლებში გამოდიოდა. სხვადასხვა წლებში ანდრე  „კლივლენდ კავალიერსის“, „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“, „ფილადელფია სიქსერსისა“ და „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ ღირსებას იცავდა.

ალექსანდრე მატევოსოვი