ლიონელ მესი: “ვინმე მოვატყუე?”

არგენტინის ნაკრებმა 2016 წლის “კოპა ამერიკის” ფინალში ჩილესთან წააგო. ეს იყო ამ გუნდისთვის მესამე წაგებული საფინალო მატჩი ბოლო 3 წლის მანძილზე. ამის შემდეგ ნაკრები ბევრმა მოთამაშემ დატოვა. ყველაზე მეტად, ეს იყო გასაკვირი ლიონელ მესისგან. მისმა გადაწყვეტილებამ მსოფლიო შოკში ჩააგდო.

არგენტინის ეროვნულ გუნდს მწვრთნელი შეეცვალა. ედგარდო ბაუზას მოსვლის შემდეგ, ეს უკანასაკნელი მესისთან ჩავიდა ესპანეთში და მას გადაწყვეტილება შეაცვლევინა. ლეო ნაკრებში დაბრუნდა და გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში მისი ერთადერთი გოლის წყალობით არგენტინამ ურუგვაის სძლია.

“ბარსელონას” ლიდერმა შეხვედრის შემდეგ საინტერესოდ ისაუბრა…

“დღევანდელი დღით ძალიან ბედნიერი ვარ. ზოგს ჰგონია, რომ მოვიტყუე, ნაკრებიდან წასვლის შესახებ რომ განვაცხადე. ეს სიცრუეა. ჩილესთან მარცხის შემდეგ საშინლად ვგრძნობდი თავს და ეროვნულ გუნდში ასპარეზობა საერთოდ აღარ მინდოდა. დრო გავიდა, რაღაცები შეიცვალა, ბევრი ადამიანი მესაუბრა და, საბოლოოდ, გადაწყვეტილება შევცვალე.”

მესიმ ურიგვაისთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო: “შემდეგი შეხვედრა ვენესუელასთან გვაქვს. არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა ამ ნაკრების წინააღმდეგ. საზარდული ძალიან მტკივა. როგორცვე ტრავმას მოვიშუშებ, მაშინცე დიდი შემართებით გამოვალ ჩემი ქვეყნისა და ნაკრების ღირსების დასაცავად!” – განაცხადა 29 წლის ფეხბურთელმა.