გურამ კაშიას მარცხი “პსვ”-სთან

დღეს ჰოლანდიის ერედივიზიონის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში არნემის “ვიტესმა” ეინდჰოვენის “პსვ” მიიღო და ანგარიშით, 2-4 დამარცხდა. მე-18 წუთზე ლოზანომ სტუმრები დააწინაურა, 45-ზე კი ლოკადიამ საკუთარ კარში გაიტანა გოლი და ანგარიში გათანბრდა. თუმცა, მეორე ნახევარში, 49-ე და 56-ე წუთებზე აღნიშნულმა ფეხბურთელმა ჯერ დუბლი შეასრულა, შემდეგ 59-ე წუთზე ლოზანომ მეოთხე გოლიც გაიტანა. 63-ე წუთზე მეისონ მოუნთმა ორამდე შეამცირა სხვაობა.

საგულისხმოა, რომ არნემელთა რიგებში, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია. მან სრული შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე მომენტშიც დაგვამახსოვრა თავი.

ამ მარცხის შემდეგ, “ვიტესი” 18 ქულით მეხუთეა, “პსვ”-ს 27 ქულაა აქვს და პირველ პოზიციას იკავებს.

გურამ კაშია: “უფრო მეტი გოლი ჩვენ უნდა გაგვეტანა”

დღეს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე ჩაატარა. ჩვენებმა ავსტრიის წინააღმდეგ გააგორეს ბურთი და 1-2 დამარცხდნენ.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, გურამ კაშიამ Fanebi.Com ისაუბრა.

“პირველ ტაიმში უმიზეზო გოლები გავუშვით. მეორე ნახევარში უპირატესობა ჩვენ გვქონდა და მეტოქეს, ფაქტობრივად, ნორმალური მომენტი არ შეუქმნია.”

” საერთო ჯამში, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. თუმცა, ეს ფეხბურთია და ხდება ისე, რომ კონკრეტულ ორთაბრძოლებს აგებ, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდება მატჩში,” – განაცხადა საქართველოს ნაკრები მოთამაშემ.