6 სექტემბერს რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიის ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. ამ ნაკრებების დაპირისპირება გასულ ზაფხულზე, პარიზში, ევროპის ჩემპიონატზე გაიმართა, სადაც “სკუადრა აძურამ” “ფურია როხა” 2-0 დაამარცხა.
იტალიელთა ერთ-ერთ ლიდერს, ლეონარდო ბონუჩის დიდი იმედი აქვს, რომ მისი გუნდი ისევ შეძლებს ესპნაეთის დამარცხებას.
“დიდი სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე პარიზში გამართულ მატჩს,” – ამბობს ლეონარდო – “მაშინ ჩვენ მსოფლიოში უძლიერესი გუნდი დავამარცხეთ. ალბათ, ამის ერთ-ერთი მტავარი მიზეზი ის იყო, რომ ესპანელები ფიზიკურად დავჯაბნეთ.”
“იმედი მაქვს, რომ პარიზული საღამო განმეორდება და ისევ შევძლებთ მათ დამარცხებას!” – განაცხადა ბონუჩიმ.