სერია ა: “პალერმომ” ორი ტურის შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა

სერია ა-ში ჯერ მხოლოდ ორი ტური ჩატარდა, მისმა ერთ-ერთმა წევრმა გუნდმა კი ასე მოკლე ხანში მწვრთნელი შეიცვალა.

საქმე იტალიურ “პალერმოს” ეხება, რომელმაც დავიდე ბელარდინის თავკაცობით ქვეყნის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა: თავდაპირველად, მინიმალური ანგარიშით საკუთარ მოედანზე “სასუოლოსთან” დამარცხდა; ამას მოჰყვა მილანის “ინტერთან” ფრე, ანგარიშით, 1-1.

ბელარდინი, რომელიც, 2016 წლის იანვრიდან ედგა იტალიურ კლუბს სათავეში, კლუბის პრეზიდენტმა, მაურიციო ზამპარინიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის ადგილს კი რობერტო დე ზერბი დაიკავებს, რომელიც მხოლოდ 37 წლისაა და აქამდე “დარფო ბოარიოსა” და “ფოგიას” წვრთნიდა.

აქვე გეტყვით, რომ ზამპარინი უკვე 29 წელია სხვადასხვა კლუბის მფლობელია და მან ამ დროის მანძლზე 60 მწვრთნელი შეცვალა.